ჯეჯელავა: შემოკლებული სასწავლო პროგრამა, იმედი მაქვს, მომავალი სასწავლო წლისთვის გვექნება

ჯეჯელავა: შემოკლებული სასწავლო პროგრამა, იმედი მაქვს, მომავალი სასწავლო წლისთვის გვექნება
15 / 11 / 2016 16:28

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით სასწავლო პროგრამის შემოკლება სავარაუდოდ მომავალი სასწავლო წლისთვის იქნება შესაძლებელი. როგორც მან განაცხადა, პროგრამა განსაკუთრებით გადატვირთული შუა კლასებშია. "რომ შევედაროთ ევროპის ქვეყნებს ჩვენთან, შუა კლასები არის ძალიან დატვირთული, იქ განტვირთული, შესაბამისად ბავშვი სანამ არის ბავშვი აძლევენ საშუალებას, რომ იყოს ბავშვი, გაკვეთილები აკეთოს ცოტა ხანს, არ ჰქონდეს მძიმე ჩანთა და საბოლოო ჯამში რომ არ შეჯავრდეს სწავლა და მერე ამბობენ რომ ზედა კლასებში სწავლა იყოს პრიორიტეტული. 10-12 კლასში უნდა გავაკეთოთ ისე, რომ აქცენტი იყოს მხოლოდ სწავლაზე. რა იცვლება, იმაზე საათში, რომელიც არის გამოყოფილი მაგალითად გეოგრაფიისთვის, საკითხი, თემა სარჩევში იყოს ნაკლები, ანუ მეტი დრო უნდა ჰქონდეთ ბავშვებს მასალის ასათვისებლად შუა კლასებში, ეს არის რაც შეიცვლება, რაც არის დაგეგმილი, ამაზე ვმუშაობთ. რა უნდა დარჩეს საგანში და რა უნდა ამოვიდეს ეს არის სპეციალისტებთან ერთად სამუშაო, მე ამას ცალკე ვერ გადაწტყვეტ, თუმცა ვაპირებ, რომ მასში უშუალო მონაწილეობა მივიღო, ამოცანა არის მე-5, მე-6, მე-7, მე-8 კლასელს ჰქონდეს საშუალება, რომ თავისუფალი იყოს და ის ბავშვობა რომელიც ამ პერიოდში მნიშვნელოვანია, ეს ჰქონდეს. მოკლედ, წილად თუ უნდა გაგვევლო სამ გაკვეთილზე, ახლა იქნება 4 გაკვეთილზე, პირობითად ვამბობ ამ ციფრებს. საუბარია, რომ მეტი დრო ჰქონდეს ბავშვს, ეს გამოიწვევს უკეთ ათვისებას, საშინაო დავალების შემცირებას, ჩანთა მსუბუქდება, რადგან ნაკლები წიგნი მიმაქვს ყოველ კონკრეტულ დღეს, იმის გარდა, რომ წიგნებს შევამსუბუქებთ.რაც შეეხება პროგრამას, იმას რასაც ამოვაკლებთ მე-7 კლასში, ჩავამტებთ მე-10-ში. თქვენ იცით, რომ მე-12 კლასელი დღეს არასაკმარისად დატვირთულია, ის უნდა იყოს სუოერდატვირთული თუ ემზადება შემდგომი სწავლისთვის",-განაცხადა ჯეჯელავამ. მისივე თქმით, სასწავლო პროგრამა 1-დან 4-კლასამდე ნორმალურია, 5-6 -ში შემოკლებას საჭიროებს, ხოლო მე-7, მე-8 და მე-9 კლასში ძალიან გადატვირთული პროგრამაა და მოტივაციასთან ექმნებათ შემდეგ ბავშვებს პრობლემა. "ეს დამოკლება მიმდინარეობს ამჟამად, მომავალ სასწალო წელს შეეხება მე იმედი მაქვს, მანამდე არ იქნება",-განაცხადა ჯეჯელავამ. მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითია რომ სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს პიროვნების აღზრდაზე. "პედაგოგს უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ საგნის გარდა მოსწავლეს სხვა საკითხებზე ესაუბროს, ჰქონდეს ურთიერთობა არ ამარტო ქიმიის და ბიოლოგიის საკითხებზე, არამედ ცხოვრებისეულ საკითხებზე, ამას სჭირდება დრო და ეს არის მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომ სკოლა უნდა გახდეს ორინეტირებული პიროვნების აღზრდაზე და აქცენტი უნდა იყოს პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე",-განაცხადა ჯეჯელავამ.  

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება