კახეთში ახალი გზების პროექტირება იწყება

კახეთში ახალი გზების პროექტირება იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტში  კახეთში ახალი გზების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისა და დეტალური პროექტის დოკუმენტების მოსამზადებლად ფინანსური წინადადებები გაიხსნა.
აღნიშნული გზები, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია. ამ ეტაპზე, სივრცითი მოწყობის შემადგენელი მონაკვეთების, თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის გზებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი, ხოლო თბილისი-საგარეჯოსა და საგარეჯო-ბაკურციხის გზებისთვის დეტალური პროექტის დოკუმენტი მომზადდება. აღნიშნული დოკუმენტების მოსამზადებლად, სულ სამი კომპანიის ფინანსური წინადადება გაიხსნა. თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის მიმართულებით 80 კილომეტრიანი,  წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით კი 40 კილომეტრიანი გზა აშენდება. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.
 "კორცხელის საქმეზე" ნუგზარ წიკლაური დაიკითხა

"კორცხელის საქმეზე" ნუგზარ წიკლაური დაიკითხა

18 აპრილი, 2018

ზუგდიდის რაიონულ სასმართლოში ე.წ კორცხელის საქმეზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს მრჩეველი ნუგზარ წიკლაური დაიკითხა. მან სხდომაზე 2016 წლის 22 მაისს სოფელ კორცხელში საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირება ორ ეპიზოდად დაყო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები