მაცივარტექნიკოსების სერტფიცირება 2017 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება

მაცივარტექნიკოსების სერტფიცირება 2017 წლის 1 იანვრიდან სავალდებულო ხდება

2017 წლის 1 იანვრიდან, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ყველა ტექნიკოსს, რომელიც ემსახურება ჰაერის კონდიცირებისა და სამაცივრო მოწყობილობებს ან თბურ ტუმბოებს, ეკისრება სერტიფიცირების ვალდებულება,-ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტრო იუწყება.

სასწავლო პროგრამის განხორციელებასა და შესაბამისი კადრის სავალდებულო სერტიფიცირებას უზრუნველყოფს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი.

საქართველოში მონრეალის ოქმის განხორციელების ხელშეწყობის პროგრამის (EAPIMP) ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, სასწავლო პროგრამაზე დარეგისტრირებული პირველი 100 მემაცივრე-ტექნიკოსი უფასოდ გაივლის ტრენინგსა და სერტიფიცირებას.  სერტიფიკატი გაიცემა 3 წლის ვადით. ტრენინგი მოიცავს, როგორც სამაცივრე-ჰაერის კონდიცირების სისტემების მომსახურების ტექნიკურ და გარემოსდაცვით თემებს, ასევე იმ საკანონმდებლო/მაგრეგულირებელ საკითხებს, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია ამ სფეროში მომსახურე ტექნიკოსებისთვის.

სასწავლო პროგრამა გარემოსდაცვითი განათლებისა და ინფორმაციის ცენტრში 21 ნოემბერს ჩატარდება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. (10:00 საათიდან - 18:00 საათამდე)

 სასწავლო პროგრამაზე დასარეგისტრირებლად, მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა http://bit.ly/2fAbqrv ან დაუკავშირდნენ სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს.

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები