ომბუდსმენი: საქართველოში ადამიანები ხელფასით მინიმალური საჭიროებებსაც ვერ იკმაყოფილებენ

ომბუდსმენი: საქართველოში ადამიანები ხელფასით მინიმალური საჭიროებებსაც ვერ იკმაყოფილებენ

  • 04 ნოემბერი, 2016
  • 15:51
  • ადმინისტრატორი
სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, საქართველოში დასაქმებული პირები საკუთარი ხელფასით საარსებოდ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ. ამის შესახებ მან მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევის წარდგენისას განაცხადა. "სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი 62 681-ს, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალი კი 130 282 ადამიანს, რაც ცხადჰყოფს, რომ საქართველოში დასაქმებული პირები საკუთარი ხელფასით საარსებოდ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ",-განმარტავს ომბუდსმენი. უჩა ნანუაშვილი შორმის კოდექსში ცვლილებების შეტანას და მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ითხოვს. მისივე მოსაზრებით, მინიმალური ხელფასის ანაზღაურებაზე კონტროლი უნდა განახორციელოს შრომის ინსპექციამ, რომელსაც უნდა გააჩნდეს შესაბამისი ბერკეტი, გამოავლინოს დარღვევა და დამრღვევის მიმართ გამოიყენოს კონკრეტული სანქციები.  
გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები