პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

მოქმედი რეგულაციების თანახმად, პედაგოგებს სრული სახელფასო დანამატი აუნაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას სრული დატვირთვა აქვს. სასერტიფიკაციო დანამატი 300 ლარია. 37-ე სკოლის პედაგოგი მაია რურუა აცხადებს, რომ ის 2011 წლიდან სერტიფიცირებული პედაგოგია. ის პრეტენზიას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ არასრული, 6 საათიანი დატვირთვა აქვს. შესაბამისად, სრულ სასერტიფიკაციო დანამატსაც ვერ იღებს.
„მე მაგალითად სერტიფიცირებული, უფროსი პედაგოგი ვარ 2011 წლიდან. ნაცვლად იმისა, რომ მქონდეს სრული დატვირთვა, მაქვს 6 საათიანი დატვირთვა. შესაბამისად, დანამატიც მეძლევა 6 საათზე. როდესაც გამოცდები შემოვიდა და ვაბარებდი, განათლების სამინისტროდან იყო ასეთი მოთხოვნა, რომ ჯერ სერტიფიცირებული პედაგოგები უნდა დაკმაყოფილებულიყვნენ სრული დატვირთვით, შემდეგ არასერტიფიცირებულები. ახლა თავისთავად პრეროგატივა დირექტორს აქვს მინიჭებული, ის წყვეტს სერტიფიცირებულს რამდენი საათი უნდა ჰქონდეს და არასერტიფიცირებულს რამდენი. ძალიან ბევრი ტრენინგები გვიწევს, რომ სტატუსი შევინარჩუნოთ, ან შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. პირადად მე არარანირი მოტივაცია აღარ გამაჩნია, რადგან აზრს ვერ ვხედავ. 90 საათიანი ტრენინგი მარტო საგანში მაქვს გავლილი, რომელიც გაბათილდა. დანარჩენი ტრენინგები, რომელიც არის 60 საათიანი, 25 საათიანი და ა.შ. ის რაც მოთხოვს ენერგიის ხარჯვას, დროის ხარჯვას, ფასდება 0.5 კრედიტით, 1 კრედიტით. 4 წლის განმავლობაში ძალიან დიდი შრომაა საჭირო, რომ პედაგოგმა ეს სტატუსი შეინარჩუნოს, თუ ვერ შეინარჩუნებს, ის უბრუნდება თავის ძველ პოზიციას და შემდგომ ყველაფერს თავიდან იწყებს“, - აღნიშნა მაია რურუამ. მისი თქმით, სექტემბრიდან საბაზისო ხელფასი 50 ლარით უნდა გაზრდილიყო, თუმცა ეს ინიციატივა არ განხორციელდა. „სერტიფიცირებულებს მოემატათ დანამატი, მე პირადად დანამატი 128 ლარი გამიხდა. პრაქტიკოს პედაგოგებს კი საბაზისო ხელფასი არ მოემატათ“, - განაცხადა 37-ე სკოლის პედაგოგმა.
შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

შარაშენიძე: ტრამპი პუტინს მის ყოფილ კოლონიაში ეწვია, ურთიერთობების გაფუჭება კი თავისივე ქვეყანას დააბრალა

17 ივლისი, 2018

"პუტინს მის ყოფილ კოლონიაში თავისუფალი სამყაროს ლიდერი, ამერიკის პრეზიდენტი ეწვია რომელმაც ურთიერთობების გაფუჭება თავისივე ქვეყანას დააბრალა. ეს იმის მერე რაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ევროპაში ყველას ეჩხუბა", - ამის შესახებ წერს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები