პრემიერი: დიდი ლილოს ახალ საწარმოში 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდება

პრემიერი: დიდი ლილოს ახალ საწარმოში 20-მდე ყოფილი მსჯავრდებული დასაქმდება

პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ამბროლაურსა და დიდი ლილოს დასახლებაში ახალი საწარმოები ამოქმედდება. პრემიერის თქმით, შესაბამის განკარგულებას მთვრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკციებენ. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში ახალი წყლის ჩამომსხმელი კომპანია შეიქმნება, შპს „იწისწყალი“, სადაც 233 ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდება და 30 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. “დამეთანხმებით, რომ რაჭაში თითოეული ახალი სამუშაო ადგილი ძალიან მნიშვნელოვანია იქ მოსახლეობის გამაგრებისთვის”, - აღნიშნა პრემიერმა. ამასთან, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში ამოქმედდება მინაპლასტიკის ნაკეთობების ახალი საწარმო, სადაც 70 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ამისთვის შპს „კონსტრაქტ ვიჟენს“ სახელმწიფოსგან გადაეცემა ქონება მიწა და ძველი საწარმო ნაგებობა, სადაც ის განახორციელებს მინიმუმ 700 ათასი ლარის ინვესტიციას და მისასალმებელია, რომ კომპანიამ თავად გამოთქვა ინიციატივა, რომ 20-მდე ყოფილ მსჯავრდებულს დაასაქმებს იგი ამ საწარმოში“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

პარლამენტმა საქართველოს პრემიერმინისტრად მამუკა ბახტაძე აირჩია

20 ივნისი, 2018

99 მომხრე , 6 წინააღმდეგი - პარლამენტმა მთავრობის შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა. საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - გიორგი ჩერქეზიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით...

ახალი სტატიები