პრემიერი: მომავალ წელს მზად ვიქნებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა დავიწყოთ

პრემიერი: მომავალ წელს მზად ვიქნებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემა დავიწყოთ

"მომავალ წელს ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა", - აღნიშნულის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კომპანია "დებრიუდერ ვაისში", 100 ქართველ ბიზნესმენთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.
"მომვალ წელს ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დავიწყოთ დაგროვებითი საპენსიო სისტემა. სამწუხაროდ ჩვენ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ამ მიმართულებით დიდი დრო დავკარგეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ, რათა შეგვემუშავებინა მოდელი მსოფლიო სტანდარტების დახმარებით და დღეს უკვე საკანონმდებლო ცვლილებებზე ვმუშაობთ, რომელიც აუცილებელი იქნება ამ საპენსიო სისტემის დანერგვისთვის", - განაცხადა პრემიერმა.
მდინარაძე: როგორც ჩანს ირაკლი კობახიძემ კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი კონსტიტუციაში

მდინარაძე: როგორც ჩანს ირაკლი კობახიძემ კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი კონსტიტუციაში

14 ივლისი, 2018

"როგორც ჩანს ირაკლი კობახიძეს ჩავარდნა აქვს და კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციაში" - ამის შესახებ ჟირნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. "როგორც ჩანს ირაკლი...

ახალი სტატიები