პრემიერი: მთაში მცხოვრები პენსიონერებისთვის დანამატის დანიშვნა გამარტივდება

პრემიერი: მთაში მცხოვრები პენსიონერებისთვის დანამატის დანიშვნა გამარტივდება

საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთის კანონის თანახმად, 1-ლი სექტემბრიდან დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები და ექთნები.
„მთის კანონით, როგორც მოგეხსენებათ ჩვენ მთაში მცხოვრები მოსახლეობის დამატებითი სოციალური უზრუნველყოფა დავისახეთ მიზნად. დღეს ამ პროგრამით უკვე სარგებლობენ მრავალშვილიანი ოჯახები და ახალგაზრდა ოჯახები. 1-ლი სექტემბრიდან დამატებითი შეღავათებით ისარგებლებენ პენსიონერები, მასწავლებლები, ექიმები, ექთნები. საგადასახადო შეღავათწებით კი ისარგებლებენ მეწარმეები მთიან რეგიონებში. დღეს ჩვენ დასამტკიცებლად გამოგვაქვს მთაში მუდმივად მცხოვრები პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღები პირებისთვის დანამატის დანიშვნის პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივება, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ყველანაირი ბიუროკრატიული ბარიერები მოვხსნათ ამ მიმართულებით და პენსიონერებმა და სოციალური პაკეტით მოსარგებლეებმა ძალიან ადვილად მიიღონ დამატებითი შეღავათები“,- განაცხადა პრემიერმა.
მდინარაძე: როგორც ჩანს ირაკლი კობახიძემ კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი კონსტიტუციაში

მდინარაძე: როგორც ჩანს ირაკლი კობახიძემ კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი კონსტიტუციაში

14 ივლისი, 2018

"როგორც ჩანს ირაკლი კობახიძეს ჩავარდნა აქვს და კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციაში" - ამის შესახებ ჟირნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. "როგორც ჩანს ირაკლი...

ახალი სტატიები