პრემიერი: პედაგოგის მოღვაწობის სირთულე ჩემთვის უცხო არაა,დედა და ბებია პედაგოგები იყვნენ

პრემიერი: პედაგოგის მოღვაწობის სირთულე ჩემთვის უცხო არაა,დედა და ბებია პედაგოგები იყვნენ
02 / 10 / 2016 15:45

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პედაგოგის საქმიანობის სირთული მისთვი უცხო არ არის. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ოჯახში 2 პედაგოგი ჰყავდათ. "ჩემთვის პედაგოგის მოღვაწეობის სირთულე სულ ადრეული ბავშვობიდან არ არის უცხო, გამომდინარე იქედან, რომ ჩემს ოჯახში 2 პედაგოგი იყო დედა და ბებია. დედა აღარ არის ცოცხალი, ბებია 95 წლის არის და ჩემთან ცხოვრობს. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ სისტემის დეპოლიტიზაცია, არ შეიძლება სკოლებში, უნივერსიტეტებში ჩვენ დავაზომბიროთ ხალხი, ერთი მიმართულებით წავიყვანოთ მათი აზროვნება. რა თქმა უნდა, მოქალაქეობრივი პოზიცია ყველას აქვს. ჩვენი უმთავრესი მიმართულებააა, ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან ასოცირდება, მოვაშოროთ სკოლას რაც შეიძლება მაქსიმალურად და განათლების სისტემას პოლიტიკა. ძალიან გულხადილად გეუბნებით ამას. ვიცი, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ მე ამის არ მეშინია, რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენი სიძლიერე უნდა იყოს იმაში, რომ მაქსიმალურად შევძლოთ ფოკუსირება განათლებასა და განათლების ხარისხზე შევძლოთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება