ქარელში სოციალური საწარმო გაიხსნა

ქარელში სოციალური საწარმო გაიხსნა
24 / 10 / 2016 15:57

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში  სოციალური საწარმო ამოქმედდა. პრეზენტაციას მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო. პროექტს წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი  ახორციელებს. პროექტის ბენეფიციარები არიან ამავე ცენტრის 20  შშმ აღსაზრდელი და სოფელ ბებნისის მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 25 მოზარდი და  ახალგაზრდა. პროექტის ფარგლებში  სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე  დაფუძნდა ტრადიციული ხელობების შემსწავლელი საწარმო, სადაც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბენეფიციართათვის მინანქრის, გობელენის, თექის და ხის დამუშავების ტექნოლოგიების სწავლება. დაფინანსების ფარგლებში სახელოსნო აღიჭურვა იარაღ-დანადგარებითა და სხვა საჭირო მასალით (მინანქრის ღუმელი, გობელენის საქსოვი დაზგა, ხის გასაშალაშინებელი დაზგა და ხის საჭრელი წვრილი იარაღები). ახალგაზრდები გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით სურვილისა და შესაძლებლობების  მიხედვით. სამომავლოდ, საწარმოს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები  სარეაბილიტაციო ცენტრის მცირე მაღაზიაში გაიყიდება.  დეკემბრის დასაწყისში კი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, სადაც ანგარიშის პარალელურად წლის განმავლობაში დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა  მოეწყობა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება