ქართულმა ოცნებამ ხობში მაჟორიტარობის კანდიდატად გოდერძი ბუკია წარადგინა

ქართულმა ოცნებამ ხობში მაჟორიტარობის კანდიდატად გოდერძი ბუკია წარადგინა

ხობში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გოდერძი ბუკია წარმოადგენს. ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა.
"მინდა წარმოგიდგინოთ „ქართული ოცნების“ კანდიდატი გოდერძი ბუკია. ბატონ გოდერძის დაახლოებით 20 წელია ვიცნობ. მოგეხსენებათ, რომ მთავრობამდე გარკვეული პერიოდი კერძო სექტორშიც მომიწია მუშაობა, და ბატონი გოდერძი ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტიურობით, განსაკუთრებული სიყვარულით თავისი კუთხის, თავისი ხობის მიმართ. ყველა ადამიანი ვისაც სურვილი აქვს აგური დადოს ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში, ვისაც უნდა რომ კეთილდღეობა მოიტანოს ჩვენი მოქალაქის ოჯახში, ერთიანდება ჩვენთან ერთად",-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მთავრობის მეთაურმა ხობში დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრა: "ხობში ჩვენ გვაქს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები, სპორტული კომპლექსების მშენებლობის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემების გაუმჯობესების, ოჯახური სასტუმროების განვითარების და ამისთვის ფინანსური ხელშეწყობის. და რა თქმა უნდა ადგილობრივი წარმოების პოტენციალის განვითარების რისთვისაც სხვათაშორის ბატონი გოდერძი მუხლჩაუხრელად ყოველდღე ზრუნავდა და მომავალშიც იზრუნებს."- განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა.
ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

ძლიერი წვიმის გამო დატბორილი ქუჩები- ფოტორეპორტაჟი ბათუმიდან

10 აგვისტო, 2018

ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ქალაქში მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციის, ამ დროისათვის შემოსულია...

ახალი სტატიები