ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა

ქუთაისში, მელიქიშვილის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ახადა

მელიქიშვილის ქუჩაზე სტიქიამ საცხოვრებელი კორპუსი სახურავის გარეშე დატოვა. ასევე წაქცეულია რამდენიმე ხე,- ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
დღეს ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ ის ადგილები დაათვალიერა, სადაც, ძლიერი ქარის გამო ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემები შეექმნა. შოთა მურღულიას განცხადებით, შესაბამისი სამსახურები ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობენ, ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ზარალის დათვლა კი ქარის ჩადგომის შემდეგ მოხდება, რადგანაც მუშაობა ამ დროისთვის გარკვეულ რისკებს შეიცავს.
მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

მესტიის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი: ნენსკრა ჰესის პროექტი სვანეთის განვითარებაში უდიდეს როლს ითამაშებს

27 აგვისტო, 2018

რამდენიმე დღის წინ მესტიაში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია სს „ნენსკრა ჰიდროსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები