რატიანი კვირიკაშვილს: 40 000 მასწავლებელი მოატყუეთ, აცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას?!

რატიანი კვირიკაშვილს: 40 000 მასწავლებელი მოატყუეთ, აცნობიერებთ ამ პასუხისმგებლობას?!

პარლამენტში  ახალ მინისტრთა კაბინეტის კანდიდატების მოსმენა მიმდინარეობს, სადაც უმცირესობის წარმომადგენელმა, სერგო რატიანმა, პრემიერ მინისტრობის კანდიდატის გიორგი კვირიკაშვილის მისამართით განათლების რეფორმის საკითხთან დაკავშირებით კითხვები დასვა.
„თქვენ თქვით, რომ განათლება წარმოადგენს პრიორიტეტს მომავალი წლისათვის, ჩვენ ჩავიხედეთ ბიუჯეტში, მე პირადად გუშინ ვესაუბრე განათლების მინისტრს და სრულიან ნათელია, რომ საქართველოში მყოფი 60 000 მასწავლებლიდან 40 000 - ხელფასის ზრდას არ უნდა ელოდოს. წინა საარჩევნოდ თქვენ ამბობდით, რომ 800 ლარი იქნება მასწავლებლების ხელფასი, 40 000 მასწავლებელი ფაქტიურად მოატყუეთ და მაინტერესებს აცნობიერებთ თუ არა ამ პასუხისმგებლობას დღეს ?! გარდა ამისა უფასო სახელმძღვანელოების პროგრამა, ნახმარი სახელმძღვანელოების პროგრამად გადააქციეთ. მაინტერესებს, როდესაც მასწავლებლები ხელფასს არ იღებს , სახელმძღვანელოებს აღარ ბეჭდავთ და თქვენს პირობებში ყოველწლიურად იზრდება სტატუსშეჩერებულ სტუდენტთა რაოდენობა, 4 წელიწადში მათ რიცხვი 30 000 -ით გაზარდეთ აცნობიერებთ თუ არა ამ ყველაფერს ?! -  აცხადებს სერგო რატიანი.
მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

მდინარაძე "ევროპულ საქართველოს": გამოძიების საკითხის დაწყებას ნუ არქმევთ რეკომენდაციას

02 ივლისი, 2018

საგამოძიებო კომისიის სხდომაზე უკვე საათზე მეტია დისკუსია მიმდინარეობს "ევროპული საქართველოს" წინადადებაზე, სადაც ისინი რეკომენდაციის სახით 2018 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვნის, გ.მ-ს...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები