სახალხო დამცველი შრომის კოდექსში მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ითხოვს

სახალხო დამცველი შრომის კოდექსში მინიმალური ხელფასის განსაზღვრას ითხოვს

  • 04 ნოემბერი, 2016
  • 15:33
  • ადმინისტრატორი
სახალხო დამცველი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას და მინიმალური ხელფასის დეფინიციის განსაზღვრას ითხოვს. ომბუდსმენმა საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებს, ეკონომიკის ექსპერტებს, თბილისის საკრებულოს, დიპლომატიური მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში, მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმების შესახებ კვლევა წარუდგინა. ომბუდსმენის  თქმით, საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარს შეადგენს; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად დადგენილია 135 ლარი. ომბუდსმენი განმარტავს, რომ ორივე შემთხვევაში მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე დაბალია. სახალხო დამცველის აპარატმა და პროფკავშირების გაერთიანებამ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საარსებო მინიმუმსა და მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული რეგულაციები შეამოწმეს და ერთობლივი რეკომენდაციები შეიმუშავეს. "სამწუხაროდ, მოქმედი შრომის კოდექსი არ ითვალისწინებს მინიმალური ხელფასის ოდენობას. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულებით მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარს შეადგენს; საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის ბრძანებულებით აღმასრულებელ ხელისუფლებაში დასაქმებულ მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობად დადგენილია 135 ლარი. ორივე შემთხვევაში მინიმალური ხელფასის ოდენობა საქართველოში დადგენილ საარსებო მინიმუმზე დაბალია (2016 წლის სექტემბრის მდგომარეობით სრულწლოვანი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 157,3 ლარს შეადგენს), რაც ვერანაირად ვერ ჩაითვლება სამართლიან და ადეკვატურ ანაზღაურებად. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში 100 ლარზე დაბალი ხელფასი აქვს 25 001 ადამიანს, საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი 62 681-ს, ხოლო ოჯახის საარსებო მინიმუმზე დაბალი კი 130 282 ადამიანს, რაც ცხადჰყოფს, რომ საქართველოში დასაქმებული პირები საკუთარი ხელფასით საარსებოდ მინიმალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასაც კი ვერ ახერხებენ. სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში შემუშავებულ იქნა შემდეგი რეკომენდაციები:
  • საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს მინიმალური ხელფასის დაწესების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1970 წლის N131 კონვენციის რატიფიცირება
  • საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და გაჩნდეს მინიმალური ხელფასის დეფინიცია
  • შესაბამისი კვლევის საფუძველზე განისაზღვროს სამართლიანი მინიმალური ხელფასის ოდენობა. პროფკავშირების მოსაზრებით, მინიმალური ხელფასის ოდენობის დადგენისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი თანაფარდობა ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასთან და იგი უნდა განისაზღვროს არანაკლებ საშუალო ხელფასის 30 %-ის ოდენობით
  • მინიმალური ხელფასის ოდენობა განისაზღვროს როგორც საათობრივი, ასევე ყოველთვიური სახით, რათა არ მოხდეს არასრულ განაკვეთიანი სამუშაო ადგილების შემცირება
  • საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ განისაზღვროს მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის მექანიზმი. მინიმალური ხელფასის ყოველწლიურად გადახედვის ვალდებულება დაეკისროს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით ვალდებული იქნება დაადგინოს მინიმალური ხელფასის ოდენობა ყოველწლიურად
  • მინიმალური ხელფასის ანაზღაურებაზე კონტროლი უნდა განახორციელოს შრომის ინსპექციამ, რომელსაც უნდა გააჩნდეს შესაბამისი ბერკეტი, გამოავლინოს დარღვევა და დამრღვევის მიმართ გამოიყენოს კონკრეტული სანქციები.",-აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.
გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

გარდაბანში, პოლიციელისთვის ქრთამის სახით 20 000 ლარის გადაცემის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

18 აპრილი, 2018

პროკურატურის და შსს-ს თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. "2018 წლის 17 აპრილს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შინაგან საქმეთა...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები