სამხედროებისთვის საპენსიო კომპენსაციის გაუმჯობესება იგეგმება

სამხედროებისთვის საპენსიო კომპენსაციის გაუმჯობესება იგეგმება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადდა ახალი კანონპროექტი, რომლის მიზანიც როგორც სამინისტროში განმარტავენ, ისეთი გარემოს შექმნაა, რომ ზღვრულ ასაკს მიღწეულმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამხედრო მოსამსახურეებმა, ღირსეულად დატოვონ შეიარაღებული ძალები და მოახდინონ სამოქალაქო საზოგადოებში რეინტეგრაცია.

კანონპროექტით კომპენსაცია ასევე გავრცელდება მარჩენალ დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებზე და იმ სამხედრო მოსამსახურეებზე, რომლებიც ამჟამად იღებენ დადგენილ საპენსიო თანხას.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული კანონპროექტით არსებითად უმჯობესდება სოციალური დახმარება საპენსიო ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურეთათვის.

კანონპროექტით შეთავაზებული საპენსიო ფონდი თითქმის 4-ჯერ აღემატება ამჟამად არსებულ ფონდს.  ნამსახურეობის ყოველ დამატებით წელზე კომპენსაცია იმატებს. გარდა ამისა კომპენსაციის მიღების დროს სამხედრო მოსამსახურეზე დამატებით გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივით შემცირდება კორუფციის რისკები, გაჯანსაღდება სამინისტროში რეკრუტირების და ახალი კადრების აყვანის სისტემა, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სამხედრო მოსამსახურეს, რომელიც ერთგულად ემსახურა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ექნება მოლოდინი, რომ 20 წლის სამსახურის შემდეგ, ღირსეულად დატოვებს შეიარაღებულ ძალებს და ექნება იმაზე მეტი კომპენსაცია, ვიდრე მას დღეს აქვს.

კანონპროექტის დადებით მხარეებს შორის, ასევე აღსანიშნავია კომპენსაციის დანიშვნა დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისათვის, რომელთაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი მიენიჭათ.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე წოდებრივი სარგოს 75%-ს მიიღებს კომპენსაციის სახით, ხოლო მნიშვნელოვანად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში - წოდებრივი სარგოს 65- %-ს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვა და მათი სოციალური მხარდაჭერა თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს და ასევე ზრდის ჩვენს თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან.

მდინარაძე: როგორც ჩანს ირაკლი კობახიძემ კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი კონსტიტუციაში

მდინარაძე: როგორც ჩანს ირაკლი კობახიძემ კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი კონსტიტუციაში

14 ივლისი, 2018

"როგორც ჩანს ირაკლი კობახიძეს ჩავარდნა აქვს და კარგად ვერ ამეცადინა პრეზიდენტი მარგველაშვილი კონსტიტუციაში" - ამის შესახებ ჟირნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. "როგორც ჩანს ირაკლი...

ახალი სტატიები