სესხის უზრუნველყოფისთვის გირავნობის უფლებით შესაძლებელია ავტომობილი დაიტვირთოს

სესხის უზრუნველყოფისთვის გირავნობის უფლებით შესაძლებელია ავტომობილი დაიტვირთოს

აღსრულების ეროვნული ბიურო მოსახლეობის ინფორმირების მიზნით მორიგ საინფორმაციო ბარათს აქვეყნებს. ახალი ბარათის თემაა: გირავნობის მოწმობის აღსრულების წესი. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, გირავნობის უფლებით შესაძლებელია დაიტვირთოს ავტოსატრანსპორტო საშუალება. მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ ვალდებულების დარღვევისას გირავნობის მოწმობის გაცემაზე. ასეთ შემთხვევაში საჭიროა, რომ გირავნობის უფლება დარეგისტრირდეს შსს-ს მომსახურების სააგენტოში. გირავნობის მოწმობა არის დოკუმენტი, რომლის აღსასრულებლად წარდგენა შესაძლებელია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. ამ დოკუმენტის გაცემა ხდება შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ. გირავნობის მოწმობის აღსასრულებლად მხარემ უნდა წარმოადგინოს: გირავნობის მოწმობა; კომპეტენტური ორგანოს ან პირის მიერ გაცემული ქონების შეფასების დასკვნა; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გირავნობის მოწმობის აღსრულება შესაძლებელია მოითხოვოს ასევე კრედიტორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. ასეთ შემთხვევაში, ჩამოთვლილ დოკუმენტაციას ემატება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. გირავნობის მოწმობის აღსრულების საფასური შეადგენს ქონების შეფასების 1%- ს, არანაკლებ 100 ლარისა, რომელსაც იხდის კრედიტორი სააღსრულებო ფურცლის შემოტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები

07 აგვისტო, 2018

სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, სიამოვნებით ვეპაექრები,-ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო საკუთარ წიაღში საპრეზიდენტო...

ახალი სტატიები
პოპულარული სტატიები