შსს: აქციაზე შშმ ბავშვის მშობელი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს

შსს: აქციაზე შშმ ბავშვის მშობელი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შშმ ბავშვის მშობელი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. "ერთი პირია დაკავებული, 173-ე მუხლით, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით",-განუცხადეს "აიპრესს" შსს-ში. ცნობისათვის, შშმ ბავშვის მშობლის დაკავების შესახებ ინფორმაცია ანა ნაცვლიშვილმა გაავრცელა. "ყოჩაღ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia როგორი ოპერატიულია სახელმწიფო! საბავშვო ბაღში თამარის 4 წლის ბავშვის ცემის ფაქტზე რატომ არ იყავით ასეთი სწრაფები და ეფექტურები?! მთავარი მტკიცებულების ამოღებას ერთი თვე მოანდომეთ! ამასობაში მასზე სისხლის კვალი წაიშალა, რამაც სერიოზულად დააბრკოლა გამოძიების ეფექტურად ჩატარების შესაძლებლობა",-წერს ანა ნაცვილიშვილი.
"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები