ტარიელ ხეჩიკაშვილი: მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვაჟკაცი საქართველოდანაა!

ტარიელ ხეჩიკაშვილი: მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვაჟკაცი საქართველოდანაა!

სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა ძალოსან ლაშა ტალახაძესა და ქართველ ოლიმპიელებს მედლების მოპოვება და გამარჯვება მიულოცა.
"გამარჯვება დღევანდელ დღეს ქართული სპორტის ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული. ჩვენს სპორტსმენებს, ჩვენს გულშემატკივრებს ვულოცავ წარმატებას. ეს იყო გამარჯვების, წარმატების, თავდადების დღე. მთელი მსოფლიო ახლა ჩვენი ვაჟკაცების ძალიან ღირსეულ გამოსვლაზე. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვაჟკაცი არის საქართველოდან. ასევე მინდა, ჩვენს ბრინჯაოს პრიზიორებს მივულოცო და რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მოჭიდავეებიც გვასახელებენ",- განაცხადა ხეჩიკაშვილმა. შეგახსენებთ, ძალოსანმა ლაშა ტალახამძემ ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ლაშამ ატაცში 215 კილო დააფიქსირა, ხოლო აკვრაში - 247 კგ. საერთო ჯამში ტალახაძემ 462 კილო დააფიქსირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი ძალოსანი ვეღარ გადაუსწრებს. მისმა მთავარმა მთავარმა კონკურენტმა, ირანელმა ძალოსანმა კი აკვრაში სამი ცდა გააცუდა და ლაშა ნაადრევად გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ირაკლი თურმანიძემ კი ატაცში 207 დააფიქსირა, აკვრაში კი 241, ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ცდაზე ლაშა ტალახაძემ 258 დააფიქსირა ორჭიდში და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ" მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინა

14 ივნისი, 2018

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პრემიერმინისტრობის კანდიდატი ფინანსთა ყოფილი მინისტრი მამუკა ბახტაძე იქნება. მამუკა ბახტაძე დაიბადა1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და...

ახალი სტატიები