ტარიელ ხეჩიკაშვილი: რეგიონებში სპორტის 4 ახალი სასახლე აშენდება

ტარიელ ხეჩიკაშვილი: რეგიონებში სპორტის 4 ახალი სასახლე აშენდება
24 / 08 / 2016 13:26

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა მთავრობის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში სპორტული ცენტრი გახდა.

 მისი შეფასებით, საქართველოს წინა ოლიმპიადასთან შედარებით, წელს უკეთესი შედეგი ჰქონდა. "მინდა საქართველოს მივულოცო ოლიმპიადაზე ჩვენი ნაკრების წარმატებული გამოსვლა. უკეთესი შედეგი გვაქვს, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე. რაც ყველაზე მთავარია ამ ოლიმპიადამ დაგვანახა, თუ როგორ შეიძლება ვიყოთ ერთობლივი ძალისხმევით წარმატებულები. ის პროექტები, რომლებიც ბოლო 4 წლის მანძილზე განხორციელდა, ამის შედეგად, რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი გვაქვს და იმედია, რომ შემდგომში ჩვენი ნაკრები გაახარებს ჩვენს გულშემატკივარს", - აღნიშნა ხეჩიკაშვილმა. მინისტრის თქმით, ბოლო 4 თვის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან ქართული სპორტისთვის 500 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. "არნახული მხარდაჭერა აქვს სახელმწიფოს მხრიდან ქართულ სპორტს, 500 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული 4 თვის მანძილზე როგორც კონკრეტული ფედერაციების, სპორტის სახეობის და სახელმწიფო პროგრამების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების თუ ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით. საქართველო სპორტული ცენტრი გახდა რეგიონში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, მოხმარდება სპორტის განვითარებას საქართველოში - მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებას. რეგიონებში სპორტის 4 ახალი სასახლე აშენდება, ასევე აშენდება საფეხბურთო და სარაგბო 20 სტადიონი, რაც რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას, ასევე სპორტის ტურიზმის განვითარებას", - განაცხადა სპორტის მინისტრმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება