თეა წულუკიანი: კანონში შემოვა ახალი ცნება - მიუსაფარი ბავშვი

თეა წულუკიანი: კანონში შემოვა ახალი ცნება - მიუსაფარი ბავშვი
15 / 01 / 2016 12:26

"სახელმწიფოს და საზოგადოების ტკივილია, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება, მიუსაფარი ბავშვი", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

მისი თქმით, ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშების უფლებების უკეთესად დასაცავად, რომლებსაც მიუსაფარი ბავშვების სტატუსი მიენიჭება, შემუშავებულია კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, მათ საშუალება ექნებათ მიიღონ საიდენტიფიკაციო დოკუმენტი - დაბადებისა და პირადობის მოწმობები. "დღეს ამგვარი ბავშვების იდენტიფიკაცია ვერ ხდება - თუ საიდან მოდიან, ვინ არიან, რომელი ქვეყნიდან შემოვიდნენ, არიან თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და აქ დაბადებულნი, რადგან მათი იდენტიფიკაციისთვის, მათზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირები ჩვენ არ მოგვმართავენ და რეალურად, ეს ბავშვები რჩებიან იდენტიფიკაციის პროცედურების მიღმა. ამ რეფორმის შედეგად, ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს, ანუ სახლემწიფოს ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე, ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული. დღეს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი თუ არ მოგვმართავს, ბავშვზე ჩვენ საბუთს ვერ გავცემთ. მომავლიდან მზრუნველობის ორგანოსაც ექნება მომართვის უფლება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Get Adobe Flash player

მსგავსი სტატიები

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება