წულუკიანი: მოსწავლეზე ძალადობის დამალვაზე, შესაძლოა, პედაგოგის მიმართ საქმე აღიძრას

წულუკიანი: მოსწავლეზე ძალადობის დამალვაზე, შესაძლოა, პედაგოგის მიმართ საქმე აღიძრას

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი ნახავს მოსაწვლეზე ძალადობის ნიშანს და არ შეატყობინებს შესაბამის პირს, შესაძლოა თავად მის მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა. „მასწავლებლის უფლება კი არა ვალდებულება ხდება, რომ როგორც კი ნახავს ძალადობის ფაქტს, შეატყობინოს ამის შესახებ შესაბამის პურს, თუ ამას არ გააკეთებს, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ შეიძლება დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. თვითონ მაკოორდინირებელი მექანიზმი ასევეა გათვალისწინებული. ის უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც დღეს მუშაობს ამჟამინდელი კანონის ფარგლებში ძლიერდება. იძენს ახალ ფუნქციებს, მათ შორის, გენდერულ ჭრილში, რადგან ქალის წინააღმდეგ ძალადობა ამ პაკეტით გადის ოჯახის გარეთაც. ქალი ძალადობისგან ყველა გარემოში იქნება დაცული. პოლიცია იქნება უფრო ძლიერი და შესაბამისად დევნის ორგანოებიც“,- აღნიშნა წულუკიანმა.
ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

ვოლსკი ქუმსიშვილისა და ალავიძის პროკურატურაში დაბარებაზე: კითხვებს პასუხები ყველამ უნდა გასცეს

17 ივლისი, 2018

"აიპრესთან" საუბრისას ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, რეგიონების განვითარებისა და ინფრატსრუქტურის ყოფილი მინისტრის ზურაბ ალავიძისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის...

ახალი სტატიები