GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას: ხომ გესმით, რომ ჯერ კიდევ ატყუებთ ხალხს და ჯერ კიდევ ხართ იმ წინა ხელისუფლების ტრამვაში, რა პოლიტიკურ ავარიაშიც მოხვდით 2012 წელს

„ჯერ კიდევ ვერ შეძელით, რომ აღიაროთ თქვენი შეცდომები და გაარკვიოთ სად ხართ. წარსულში ხართ ისევ, თუ აწმყოში ხართ და მართლა გინდათ პოლიტიკური სისტემის ნაწილი იყოთ, რომელიც ამ ქვეყნის მომავალზე მუშაობს“-ასე მიმართა ოპოზიციას პარლამენტის ტრიბუნიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ. 

1713527525

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1696682177

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

1696502833

სოცმედია

"იმედის" თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ქრონიკას“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.

1713455309

ნიკა გვარამია: "კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით - საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!"

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.

1713382710

სხვა სიახლეები

ბექა ლილუაშვილი: "ოცნებამ" და "ნაცმოძრაობამ" შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დაინიციირა თავმჯდომარეების, ჩვენი გუნდის წევრების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი

„ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ღია თანამშრომლობას იწყებს რუსული კანონის ავტორ „ოცნებასთან“. იმ დროს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, მთელი ქვეყანა ერთად იბრძვის „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დაინიციირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია. - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი, "გახარია - საქართველოსთვის" წევრი, ბექა ლილუაშვილი რუსთავის საკრებულოში მიმდინარე მოვლენებს. 

1713528627

ლევან ხაბეიშვილი: ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული და აყურებინეს საზოგადოებას იმისთვის, რომ უთხრან - თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ

„ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული და აყურებინეს საზოგადოებას იმისთვის, რომ უთხრან - თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ. ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს ივანიშვილი და მისი ბანდა, ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ეს ყველაფერი.“- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. 

1713524175

კახა კალაძე: რატომ სპეკულირებენ, ბიძინა ივანიშვილს რა პრობლემა აქვს, რომ საკუთარი თანხები ქვეყანაში შემოიტანოს ან ვინმეს რა პრობლემა აქვს?

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის მიერ საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის საკითხზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან სპეკულაციები მიმდინარეობს.

1713523847

ვახტანგ გომელაური: იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატის ზრდა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი ქალთა მიმართ ან და ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის საქმეებს, სამართალწარმოებისეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, მუდმივ რეჟიმში ამონიტორინგებს.

1713523258