GE EN

მთავრობა

მამუკა მდინარაძე აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაზე: თუკი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი არც სავაჭრო ურთიერთობაში მოგყვება, არც ფრენებს გიხსნის და არც ვიზებს გაძლევს შენ მოქალაქეებზე, აქ თამამად უნდა დასვა ეს საკითხები

ჩვენ თამამად, თანასწორად ველაპარაკებით ჩვენ მეგობრებს და ვეუბნებით, რომ ცალმხრივი მეგობრობა არ არსებობს, ეს არის ორმხრივი და რაც არ უნდა დიდი იყო, რაც არ უნდა დომინანტი იყო, რაც არ უნდა ძლიერი იყო ეკონომიკურად, მეგობრობის ფარგლებში, ჩვენ უნდა ვთხოვოთ მათ და თუნდაც მოვითხოვოთ, რომ სწორი რელევანტური, მეგობრული და ნამდვილად პარტნიორული დამოკიდებულება ჰქონდეთ ჩვენთან და ჩვენს მოქალაქეებთან. ვხედავთ, რომ სხვას უფრო უიოლდება ეს და ჩვენ რადგან ამ მეგობრობის რეჟიმში ვართ და მაინც მეგობრებად ვრჩებით ამიტომ არ უნდა დავიჩაგროთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით განაცხადა.

1710782718

მამუკა მდინარაძე: არც ერთი უცხოელი, საქართველოს ხელისუფლების არც ერთ შტოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას არ და ვერ მიიღებს

ამ თემას ვხურავთ საერთოდ, იქიდან გამომდინარე, რომ მთავარია, რაც არ უნდა იყოს, როგორი არგუმენტებიც არ უნდა იყოს, საქართველოს დამოუკიდებლობაში და სუვერენიტეტში არ ჩავრევთ არავის, არც ერთ უცხოელ მოქალაქეს, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ე.წ. "ვეტინგის" სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

1710782290

მამუკა მდინარაძე: "ვეტინგის" საკითხი დახურულია და თავს ნუ შეიწუხებენ ზედმეტი დაძალებისგან და პიარკამპანიებისგან

"ჩვენი ხელისუფლება არასდროს დაუშვებს არცერთ სფეროსთან დაკავშირებით ისეთი სისტემის შექმნას, სადაც საქართველოს ან მისი ხელისუფლების რომელიმე შტოს წარმომადგენლების საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებული იქნება სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე, როგორი მეგობრული დამოკიდებულებაც არ უნდა გვქონდეს ამ სხვა ქვეყნებთან." - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ  ე.წ. ვეტინგის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

1710780215

ირაკლი კობახიძე: Swissôtel Tbilisi-ის გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება

თბილისის ცენტრში საერთაშორისო სტანდარტების პრემიუმბრენდის სასტუმრო  „Swissôtel-ის“ გახსნა არის ტურიზმის ინდუსტრიის წარმატების კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სასტუმროს „Swissôtel Tbilisi“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1710779174

დიმიტრი ხუნდაძე: ვაჩვენეთ საზოგადოებას, რომ ჩვენ ვართ რეალურად, ქმედითი, ხალხთან ყველაზე ახლოს მყოფი და სიმართლის მთქმელი პარტია

„როცა ყველაზე მეტად იყო საჭირო სიმართლის თქმა, როცა ყველაზე მეტი იყო ხიფათის რისკი ქვეყნისა და საზოგადოებისათვის, სწორედ მაშინ თქვა „ხალხის ძალამ“ სიმართლე,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

1710777789

ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ არის ჩართული საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის სქემაში, ცდილობს გააჩინოს უნდობლობა არჩევნების შედეგებისადმი

„საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ქვეყანაში უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი, თუმცა საქართველოს კონსტიტუციის არაერთგზის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილი, დესტაბილიზაციის გარანტად გვევლინება“-წერს თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის ვეტოზე.

1710776846

გურამ მაჭარაშვილი: ჯერ საქმე გავაკეთეთ და შესაბამისად, ცნობადობის და მხარდაჭერის პრობლემა ჩვენს პოლიტიკას არ აქვს, მხოლოდ ამის მერე ჩავთვალეთ საჭიროდ პარტიის დარეგისტრირება

„გვახსოვს, ევროპარლამენტარების მათ შორის, კუბილიუსის, ფოტიგას პირდაპირი მოწოდებები - გნებავთ ევროკავშირში? მაშინ, ნება იბოძეთ და უკრაინის მსგავსად მოიქეცით“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

1710776650

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

1710774465

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესსა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

1710771928

ილია დარჩიაშვილი მედიას: ნუ ატყუებთ საქართველოს მოქალაქეებს, გეყოთ იმის ძალა, რომ თქვათ, ეს იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია - მექსიკაში არავინ არ არის გატაცებული

„ჩვენი თითოეული დიპლომატიური წარმომადგენლობა, თითოეული კონსული, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ ვალდებულია დაიცვას და იცავს ჩვენი მოქალაქეების უფლებებს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, მხოლოდ თქვენი ტელევიზია და თქვენი თანამოაზრეები საუბრობენ რომ ქართველები არიან გატაცებულები მექსიკაში. არავინ არაა გატაცებული„ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

1710770708

სახალხო დამცველი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო ქადაგიძეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდნენ.

1710768684

ილია დარჩიაშვილი: დღევანდელი ვიზიტი მნიშვნელოვან ახალ იმპულსს შესძენს ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს

„დღეს ნატოს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამობრძანება ნიშნავს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში უმაღლეს დონეზე განვითარებულ დინამიკას“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარში  განაცხადა.

1710767850

ირაკლი კობახიძე: დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია - წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის

დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. „მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის“ იდეა საფრთხის ქვეშაა. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია, საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

1710765304

ირაკლი კობახიძე: ბატონო ნატოს გენერალურო მდივანო, მადლობა ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი ძალიან ძლიერი გამოხატულება

მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართული ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

1710763877

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

1710763494

გურამ მაჭარაშვილი: ჩვენ აუცილებლად მოვითხოვთ ნაცმოძრაობის რეჟიმის გასამართლებას, რის შედეგადაც ახალ პოლიტიკურ პარტიებს მიეცემათ საშუალება, რომ ხალხის მხარდაჭერით ჯერ ოპოზიციაში შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ

„წლინახევრის წინ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ჩამოყალიბებისთანავე, არაფერი გვიშლიდა ხელს უმრავლესობა პარტიების მსგავსად პირველ რიგში იუსტიციის სახლში მარტივი პროცედურა გაგვევლო. „ხალხის ძალამ“ აირჩია განსხვავებული მიდგომა, ჯერ საქმის კეთება და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში პარტიის დაფუძნება," -  ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა დღეს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე შეკრებილ საზოგადოებას. 

1710763276

სოზარ სუბარი: 2008 წლის ომი იყო სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო აქტი და თუ არ გვეცოდინება სრული სიმართლე ამ ომის შესახებ, ძნელი იქნება ნდობის აღდგენაზე ველაპარაკოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს - აფხაზებსა და ოსებს

 „მალე 2 წელი შესრულდება, რაც „ხალხის ძალა“ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. 2 წლის წინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, დაიწყო წარმოუდგენელი ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ ჩვენი ტერიტორიიდან მეორე ფრონტი გაგვეხსნა რუსეთის წინააღმდეგ. ერთადერთი, ვისაც ამ უმძიმესი სცენარის თავიდან აცილება შეეძლო, ქართველი ხალხი იყო. ამისთვის კი ხალხს უნდა სცოდნოდა, თუ რა ხდებოდა პოლიტიკურ კულუარებში'," - ამ სიტყვებით მიმართა პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ არჩეულმა თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე შეკრებილ დელეგატებს და გამოცხადებული ნდობისათვის მადლობა გადაუხადა.

1710763066

მიხეილ ყაველაშვილი: აუცილებელია, დავიცვათ ჩვენი სამშობლო, სარწმუნოება, ჩვენი ოჯახები, შვილები, იდენტობა და კულტურა!

„მიუხედავად უდიდესი ზეწოლის და გამოწვევებისა, ჩვენმა გამბედაობამ, სიმტკიცემ, ძალისხმევამ და, რაც ყველაზე მთავარია, თქვენმა უდიდესმა მხარდაჭერამ მოგვცა ძლიერი იმპულსი, რომ გაათმაგებული ენერგიით და ჩვენი გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებით გავაგრძელოთ ჩვენი მთავარი მიზნების განხორციელება,“ – ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ დამფუძნებელ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილ საზოგადოებას პარტიის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა. 

1710762365

დიმიტრი ხუნდაძე: "ვინახავთ წარსულს და ვეძიებთ ახალს" - ეს არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის მთავარი ღერძი

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ქართული პოლიტიკისთვის“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. დიმიტრი ხუნდაძემ ისაუბრა „ხალხის ძალის“, როგორც აწ უკვე პოლიტიკური პარტიის შედეგებსა და მიზნებზე.

1710761599

პოლიტიკური პარტია "ხალხის ძალის" თავმჯდომარედ სოზარ სუბარი აირჩიეს

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხს ძალა“ პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა.

1710761313

საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვია

2024 წლის 18 მარტს, საქართველოს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ეწვია.

1710759600

ქართველი დაჭრილ-დაშავებული სამხედროები აშშ-ში გამართული "საჰაერო ძალების თამაშებიდან" 28 მედლით დაბრუნდნენ

თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი სამშობლოში აშშ-დან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ გამთენიისას დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა „საჰაერო ძალების თამაშებში“ 12 ოქროს, 11 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

1710754755

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს მხარი არ დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, მიმდინარე წლის 20 თებერვალს პარლამენტის მიერ „საარჩევნო კოდექსში“ შეტანილ  ცვლილებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა  და მხარი არ დაუჭირა.

1710754432

გაერო: მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, საგადასახადო კოდექსში ინიციირებული ცვლილება არ დაამტკიცოს - შემცირების ნაცვლად, გადასახადები თამბაქოს ყველა ნაწარმზე თანაბრად გაზარდოს

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადება საქართველოს ,,საგადასახადო კოდექსში” თამბაქოზე აქციზის გადასახადთან დაკავშირებით შესატანი ცვლილებების კანონპროექტის შესახებ,

1710753169

მიხეილ სააკაშვილი: "მე მინდა ვუთხრა ყველას, არ გეხამუშებათ, რომ ამაში მონაწილეობთ?! რომ რუსეთის ტყვის შემდგომ დაკავებაში მონაწილეობთ

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, ის ხშირად ამბობს, მას შემდეგ რაც ასობით ათასმა ქართველმა შეაგროვა ხელმოწერა ჩემ გათავისუფლებაზე, ევროპარლამენტმა მიმართა და მრავალი სახელმწიფოს ხელმძღვანელმა, ის ამბობს, რომ ეს არის მორალური საკითხი, ქალბატონო სალომე, მორალური საკითხი არ არის ასევე ის, რომ მოიხსნას გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე, იმიტომ, რომ მე მასამართლებენ იმაზე, რასაც დღეს ყოველდღე აკეთებს მთავრობა, თქვენ გაქვთ თქვენ უფლებამოსილებაში, მოხსენით და ეს ავტომატურად შეწყვეტს ამ პროცესს.  - ამის შესახებ "სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეში” ბრალდებულმა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენ

1710750358