GE EN

მთავრობა

ჯიღაურას ბაზაზე, სოფლის განვითარების სააგენტოს თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლებისათვის ორდღიანი თეორიული და პრაქტიკული ტრენინგები გაიმართა.

1714040510

კახა კალაძე: ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს

„საქართველო აფხაზეთია და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს“, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ ხსენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

1714039749

თეა წულუკიანი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი გამოჩენილი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ელენე ახვლედიანის, სახლ-მუზეუმს ესტუმრა და სამინისტროს ინიციატივით მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროს გიორგი ბოცვაძესთან ერთად გაეცნო.

1714039347

თეა წულუკიანი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი გამოჩენილი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ელენე ახვლედიანის, სახლ-მუზეუმს ესტუმრა და სამინისტროს ინიციატივით მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროს გიორგი ბოცვაძესთან ერთად გაეცნო.

1714039347

გიორგი ამილახვარმა მარნეულის მუნიციპალიტეტში ჟვანიას სკოლის ახლად რეაბილიტირებული სასწავლო ცენტრი გახსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მარნეულში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ახლად რეაბილიტირებული რეგიონული ცენტრი გახსნა.

1714039034

კახა კალაძე: ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ იმ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ხედავთ, რა განცხადებებს აკეთებენ, რა მოწოდებებს

ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება“, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას,  რომელიც ეხებოდა  29 მაისს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს. 

1714038304

კახა კალაძე ოპოზიციას: თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მოსვლა?

"როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს, ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო და გამოიყვანო? ეს წლები ხომ ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ და დავასრულეთ. შესაბამისად, იძულებითი წესით ადამიანების გამოყვანა ვერ იქნება", - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას,  რომელიც ეხებოდა  29 მაისს ხელისუფლების მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებაზე საჯარო მოხელეების დასწრების საკითხს. 

1714037461

სამგორის რაიონს კიდევ ერთი ვრცელი რეკრეაციული სივრცე შეემატება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური, სამგორის რაიონში, ქინძმარაულის 29-30-31-32 კორპუსებსა და ძმები ოცხელების 25-25 ა-ს მიმდებარედ რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

1714037085

კახა კალაძე: არანაირი ფასი ამ რეზოლუციებს არ აქვს - გვახსოვს რეზოლუცია, რომლითაც მოგვიწოდებდნენ, თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა, სანქციების არ მივუერთდებოდით, ვერ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ მომზადებულ რეზოლუციას.

1714036379

ირაკლი კობახიძე: ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს და ქართველი ხალხის მთავარი საგარეო - პოლიტიკური პრიორიტეტია

დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე საქართველო გახდება ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1714035814

სოლომონ პავლიაშვილმა პლასტიკის პრევენციასთან დაკავშირებულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ქ.ოტავაში, კანადის მთავრობისა და ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ორგანიზებით გამართულ მინისტერიალს დაესწრო.

1714035621

"ჩვენი ჯარის" ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკი ზურაბ ხვიჩია, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ახალქალაქში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა.

1714035385

პრემიერი: ორიოდე დღის წინ, ქართველმა ე.წ. ლიბერალებმა საქართველოს ეროვნული იდენტობის კონცეფციის შეცვლაც კი სცადეს და სიტყვები - მამული, ენა, სარწმუნოება სიტყვებით - მამული, ენა, ერთობა შეცვალეს

უკონტროლო მიგრაცია უდიდეს საფრთხეს უქმნის ევროპული ქვეყნების ეროვნულ იდენტობას. თუ პროცესები არსებული ტემპით გაგრძელდება, არაერთ ევროპულ ქვეყანაში ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან მალე უმცირესობით იქნება წარმოდგენილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1714035206

ვიქტორ ორბანი: ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას

ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად, ახერხებს ქვეყანაში ეროვნული იდენტობისა და კულტურის შენარჩუნებას,- ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1714034879

სოზარ სუბარი: ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე შეხვედრებზე ხალხმა აბსოლუტური მხარდაჭერა გამოხატა, ყველა გრძნობს, ცვლილებები ჩვენი ტრადიციული ღირებულებების დაცვისთვის აუცილებელია

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრების ნაწილი შეაფასა.

1714034792

პრემიერი: ე.წ. ლიბერალები, რომლებიც თავისუფლებას ხშირად შირმად იყენებენ, ყველაზე შეუწყნარებელი არიან ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ

ე.წ. ლიბერალების პოზიციის მიხედვით, ადამიანს არ უნდა ჰქონდეს მყარი გენდერული იდენტობა და ის ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე თავად უნდა ირჩევდეს საკუთარ სქესს, ბავშვსაც კი უნდა ჰქონდეს სქესის არჩევის უფლებაო. ე.წ. ლიბერალებისთვის მიუღებელია გენდერულად განსაზღვრული ტერმინების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ქალი და კაცი ან დედა და მამა. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1714034634

პროკურატურა: დაკავებულია 4 პირი - ამოღებულია, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი

საქართველოს პროკურატურამ, საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვას კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა

1714034500

ირაკლი კობახიძე: მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის 3 მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას

მამული, ენა და სარწმუნოება - ეს არის სამი მთავარი საყრდენი, რომელიც ქმნის საქართველოს ეროვნულ იდენტობას IV საუკუნიდან, როდესაც საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1714034107

დარეჯან ცხვიტარია: გვეკითხებიან - წაკითხული გაქვს ეს კანონი?! წაკითხული რომ მაქვს, იმიტომაც ვაპროტესტებ მის მიღებას

ფოთში, საკრებულოს სხდომა ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად დატოვა. ,,ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია ,,ახალის" წევრებმა ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი გააპროტესტეს.

1714031239

ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში,  მოცვის  დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი  ოთარ შამუგია, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთში, კომპანიის  „ჯეო აგრო ისთეით“ ბაღში იმყოფებოდა. მინისტრმა, სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორ დავით წითლიძესთან ერთად, მოცვის  დარგვის პროცესში მიიღო მონაწილეობა. 

1714030790

ლევილის ქართველთა მამულში ხელოვანთა რეზიდენციის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა და მაისში სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს უმასპინძლებს

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ძალისხმევით ლევილის ქართველთა მამულის იმ ნაწილში, რომელიც ძველად ლე ჰამოს სახელით იყო ცნობილი, ქართველი ხელოვანებისათვის სარეზიდენციო სივრცეები მოეწყო. 

1714028894

რუსთავის N1 პოლიკლინიკის დირექტორი და ამავე პოლიკლინიკის ექიმი - ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო 1 პირი ამხილეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი პირი ამხილეს.

1714028657

"ხალხის ძალის" ლიდერები აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ

პარტიის ლიდერებმა და წევრებმა შეხვედრის ფარგლებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები განიხილეს და ხაზი გაუსვეს „ხალხის ძალის" პოზიტიური როლს ქვეყნის პოლიტიკურ გარემოში.

1714028036

"ხალხის ძალა": ჩვენი გამოცდილებით ჩვენ შეგვიძლია ევროპას აგენტოკრატიისგან თავის დაღწევაში დავეხმაროთ, რაც ძველი, ტრადიციული, დემოკრატიასა და სამართლიანობაზე დაფუძნებული, მყარი იდენტობის მქონე ევროპის დაბრუნების აუცილებელი პირობაა

"სანიმუშო ცივილიზებულ პოლიტიკურ სივრცედ ჩამოყალიბებამდე, ევროპამ ურთულესი ისტორია განვლო. მონათმფლობელობა ფეოდალიზმმა შეცვალა, ფეოდალიზმი კი, სისხლიანი რევოლუციებით, ბურჟუაზიის მმართველობამ. არანაკლებ სისხლიანი იყო პროლეტარიატის დაპირისპირება ბურჟუაზიასთან. მანამდე იყო გლადიატორების სისხლიანი ბრძოლები, ინკვიზიცია და ინდულგენციები, ადამიანების ცოცხლად კოცონზე დაწვა და უამრავი მანკიერება, რომელიც ისტორიის მრავალ ეტაპზე, ევროპის ქრისტიანულ ბუნებას ფორმალობად აქცევდა. სისხლიანი ომები ევროპულ იმპერიებსა და ქვეყნებს შორის მეოცე საუკუნის 40-იანი წლების ჩათვლით გაგრძელდა.- ამის შესახებ "ხალხის ძალის" გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

1714025372