GE EN

მთავრობა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის ჩასატარებლად 9 კაციანი კომისია შეიქმნა

კომისიამ დღეს ორბელიანების სასახლეში პირველი სხდომა გამართა, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა და საკონკურსო პირობები დაადგინა.

1713971175

საქართველოს პარლამენტის წევრებმა პოზიტიური მშობლობის შესახებ გამართულ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა და ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარემ, ბაია კვიციანმა მონაწილეობა მიიღეს პოზიტიური მშობლობის შესახებ პროგრამის გახსნით ღონისძიებაში, რომელიც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

1713969675

საქართველოს პრეზიდენტმა ლიეტუვის პრეზიდენტთან საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვის პრეზიდენტთან გიტანას ნაუსედასთან სატელეფონო საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენები განიხილა და ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

1713969535

ფრიდონ ინჯია: როდესაც რამე  მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა - მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო  ცვლილებებს

„იმ შემოტევებიდან გამომდინარე, რაც ახლა მსოფლიოში მიმდინარეობს,  ნამდვილად დროულია საკანონმდებლო ცვლილებები. მე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ, როდესაც რამე  მისაღები და საჭიროა ჩემი ქვეყნისთვის, მაშინ მავიწყდება ჩემი ოპოზიციონერობა. მე მხარს დავუჭერ ამ ცვლილებებს“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით გამართულ საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში.

1713968386

თენგიზ შარმანაშვილი: არავინ არ მოგცემთ უფლებას ლგბტ პროპაგანდა დაიწყოთ ხალხში - ამ პროპაგანდას უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა

„როდესაც კონსტიტუციის 1995 წლის რედაქციაში  ჩავწერეთ მეუღლეთა ერთობა, არავის  აზრად არ მოგვივიდოდა, რომ ვინმეს ქალისა და კაცის გარდა რამე სხვა ეგულისხმა, მაგრამ დაგვიდგა ეს დრო. როდესაც  კონსტიტუციის  2017 წელის რედაქცია  იწერებოდა, ქალისა და კაცის  ერთობის ჩაწერა მოგვიწია. როგორც აღმოჩნდა ესეც საკმარისი არ ყოფილა და „გენეტიკური ქალის და კაცის“ ჩამატება გვიწევს ახლა." -განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოზურგეთში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საჯარო განხილვის დროს.

1713968234

ლევან ხაბეიშვილი: "ჩვენ გვირჩევნია სანქციების ნაცვლად რუსული კანონი გაიწვიონ"

"ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, მაგრამ ივანიშვილის პარტია აკეთებს რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რომლებიც ქართველ ხალხს წინ ეღობებიან ევროკავშირის გზაზე და მზად არიან მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირონ რუსულ კანონს." - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა

1713967529

გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს თბილისის საკრებულოში  თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ მოაწერეს ხელი.

1713964848

სოზარ სუბარი: ვინმეს უფლებებს კი არ ვზღუდავთ, არამედ ვიცავთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, ვიცავთ იმ უფლებას, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული - ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა

„პროპაგანდას პროპაგანდით უნდა შევებრძოლოთ, მაგრამ როდესაც მოდიან ზეწოლით, მოთხოვნებით, მაშინ იძულებული ხდები, რომ დაიცვა შენი თავი და დაიცვა ყველაზე მაღალი კანონი, რაც კი გვაქვს ქვეყანაში, რაც არის საქართველოს კონსტიტუცია“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“  თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში.

1713964084

რუსთავის საკრებულოში "ნაცმოძრაობის" წევრმა, სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

რუსთავის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნანა შატბერაშვილმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა“

1713963726

სამეგრელოს რეგიონში 11-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა 1,2 მლნ ლარის ღირებულების  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 50%-იანი თანადაფინანსებით შეიძინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში შეძენილი ტექნიკა და იმპლემენტები დაათვალიერა.

1713963447

ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. რის შემდეგ ლაზარე გრიგორიადისმა ციხე დატოვა.

1713961680

გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის უმასპინძლა.

1713961308

მამუკა მდინარაძე:  ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ!

"ყველა ქალს აქვს დედობის უფლება, არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გახდება ქალი დედა, ჩვენი მხარდაჭერა მათ! ამას ვაფიქსირებ იმიტომ, რომ ვინმემ არასწორად არ მოჭრას ჩემი საუბარი. მხარდაჭერა ყველა ქალს, იმის მიუხედავად, ქორწინებაშია თუ  არ არის ქორწინებაში, სჭირდება მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია თუ არა, აბსოლუტური მხარდაჭერა  ყველას, იმიტომ რომ ვერავინ გაბედოს ამ საკითხით სპეკულაცია“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მისი მოსაზრების მედია საშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით.

1713959509

ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა

გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში  კომპანიის MMG Agriculture  თხილის ბაღი  დაათვალიერა  და იმ მეთხილე ფერმერებს შეხვდა, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან.

1713958909

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ედიტე მედნეს შეხვდა.

1713958748

ოთარ შამუგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მიზნობრივი ტრენინგის მონაწილე მეთხილე ფერმერებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ საქართველოს მასშტაბით ფერმერებისათვის  მიზნობრივი ტრენინგების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქტივობა ფერმერებს საშუალებას აძლევს, სწორად წარმართონ თხილის მოვლის პროცესი და მაღალი ხარისხის პროდუქცია მიიღონ.

1713958448

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე აქონდროლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის ინიციატივაზე იმსჯელეს.

1713958196

კულტურის სამინისტრომ ანსამბლებს, "მე რუსთველი" და "თუთარჩელა", ტრადიციული სასცენო სამოსი გადასცა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტრადიციული სასცენო სამოსი ამჯერად გადასცა ორ ანსამბლს - ა(ა)იპ „თუთარჩელა - 2024“-სა და ა(ა)იპ „მე რუსთველს“.

1713958054

თბილისში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს.

1713957154

ირაკლი კობახიძე უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთში, მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში, რომელიც 25 აპრილს გაიხსნება.

1713956976

16 აპრილს, აქციაზე დაკავებულ ირაკლი კუპრაძეს, სასამართლომ 2 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "ლელო"-ს გენერალური მდივანს ირაკლი კუპრაძეს  2 500 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

1713955524

"საქართველოსთვის": რუსთავის მსგავსად, "ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" სურთ ზუგდიდის საკრებულოს რეიდით აღება! მათ დაწყებული აქვთ ეს პროცესი

"ქართულმა ოცნებამ" ქალაქ რუსთავში საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ შეროზია თანამდებობიდან გადააყენა - გადაწყვეტილება რუსთავის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.  თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა საკრებულოს 18-მა წევრმა.

1713954801

სპეციალური საგამოძიებო სამსახური: ქალს პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ფოტოები 2500 მომხმარებლისგან შემდგარ Telegram-ის ჯგუფში გაუვრცელა - დაკავებულია 28 წლის კაცი

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლების მიერ, გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში მცხოვრები 1996 წელს დაბადებული ბრალდებული სასიყვარულო/ინტიმურ ურთიერთობაში იმყოფებოდა 2001 წელს დაბადებულ დაზარალებულ გოგოსთან, რომელსაც თბილისში ნაქირავებ ბინაში ხვდებოდა ხოლმე. შეხვედრისას, დაზარალებული საკუთარი ნებით მამაკაცის ტელეფონით ინტიმურ ფოტოებს იღებდა. 

1713952456

ბათუმში, ერთ-ერთ კაფე-ბარში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა -267 000 თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული ს.ჩ. და 1976 წელს დაბადებული ჰ.ე. დააკავეს.

1713951578

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა.

1713951044