GE EN

მთავრობა

სოზარ სუბარი: სააკაშვილი, თავისი სურვილის მიუხედავად, ყოველთვის არის დამანგრეველი ძალის მქონე და ახლა, როცა ის სხვას ვერაფერს ანგრევს, საკუთარ პარტიას - "ნაცმოძრაობას" ანგრევს

„ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ის არ არის საქართველოს მოქალაქე, თუმცა დე-ფაქტო ის არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლიდერი, მეთაური - ყველაფერი ის არის - საფიცარიც კი,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მიმართვას;

1713606789

ვახტანგ გომელაური: პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა  მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  საკანონმდებლო ორგანოში,  ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1713599721

შვედეთის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის "გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო" მხარდაჭერით რუსთავში ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის ურთიერთთანამშრომლობის მიმდინარე პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მხარდაჭერით, ქ. რუსთავში მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება.

1713597774

მიხეილ სარჯველაძე იტალიის ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა.

1713597338

გურამ მაჭარაშვილი: ამიტომ მინდა მივიღო ეს კანონი - ამერიკა რომ 1 წელიწადია 6 მილიარდს მაყვედრის, მინდა მადლობა გადავუხადო, ოღონდ მინდა გავიგო, რაში დახარჯა ეს ფული

„საქმე მარტო იმაში არაა, გამჭვირვალე უნდა იყოს თუ არა დაფინანსება. გეუბნებიან, რომ შენ ხარ მეორადი ხარისხის პროდუქტი - სახელმწიფო არ ხარ, ნიშნები შეიძლება გქონდეს, მაგრამ მეტი არაფერი” - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას, როცა კიდევ ერთხელ ახსნა, თუ რატომაა საჭირო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება.

1713594602

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს კვლევა რაჭის ეროვნული პარკის გაფართოების და ახალი დაცული ტერიტორიების შექმნის შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

1713594406

ირაკლი ქარსელაძე ლონდონში, წყლის მსოფლიო სამიტზე სიტყვით გამოვიდა

წყლის რესურსების მსოფლიო სამიტი (THE GLOBAL WATER SUMMIT 2024) დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში, გაიმართა, რომლის შემაჯამებელ პანელზე სიტყვით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე გამოვიდა.

1713593729

ვახტანგ გომელაური: 2022-2023 წლებში, გენერალური ინსპექციის მიერ შსს-ს 44 თანამშრომლის მიმართ იქნა დისციპლინური სახდელი გამოყენებული

შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა  მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა  საკანონმდებლო ორგანოში,  ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

1713588909

რატი ბრეგაძე: ვინმეს მოღალატე, გამყიდველი და ოკუპანტი ეძახო იმის გამო რომ შენს, წნეხის, ან ემოციის შედეგად წარმოშობილ, შთაბეჭდილებას ვერ ამყარებდე არგუმენტით კატეგორიულად მიუღებელია

სკოლაში ვისწავლეთ, რომ სამკუთხედი რომ სამკუთხედია მაგასაც დამტკიცება უნდა. ვინც ამას ვერ ახერხებდა საშემოდგომო ყვებოდა. - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. 

1713588328

სოზარ სუბარი: ამ აგენტურას არ მივცემთ შესაძლებლობას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი იდგება ქუჩაში

გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ეს გლობალური ტურბულენტობა გადაივლის, შეიძლება სხვა სამყარო იყოს, სადაც გაცილებით მშვიდად შეგვეძლება მომავალზე ფიქრი. დღეს ამ აგენტურას არ მივცემთ შესაძლებლობას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყოს, მიუხედავად იმისა, რამდენი ხანი იდგება ქუჩაში - ამის შესახებ "ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა განაცხადა. 

1713588101

სოზარ სუბარი: ვერც კელი დეგნანი, ვერც მეთიუ მილერი და ვერც მოქმედი ელჩი ვერ მოგვევლინებიან ცეკას მეორე მდივნებად, რომლებიც წყვეტდნენ ქვეყნის პოლიტიკას

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ტოლობის ნიშანს სვამს ქვეყნის სუვერენიტეტსა და უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონის მნიშვნელობას შორის. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ამ კანონისთვის ბრძოლა ნიშნავს ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოში არ იყოს ომი, ქვეყანა არ გაიყოს დიდ მოთამაშეებს შორის და შედგეს როგორც სახელმწიფო.

1713553853

მაკა ბოჭორიშვილი: რატომ არის სრულიად სამყარო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას, არის ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ არის მათ ქვეყანაში ჩართული პოლიტიკის კეთებაში, რატომ არ შეუძლია იმავე შესაძლებლობით საქართველოს მოქალაქეს სარგებლობა.

1713543294

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შვედეთის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა

  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და კომიტეტის წევრები შვედეთის სამეფოს პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს გუდრუნ ბრუნეგარდს და  დელეგაციის წევრებს (სუზან ნორდსტრომს, ჰანნა იენარშონს და მილ შტრანდს) შეხვდნენ.

1713542977

დიმიტრი ხუნდაძე: სწორედ დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც "გამჭვირვალობის შესახებ" კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, "რუსული კანონი" დაარქვა

„სწორედ კელი დეგნანი იყო ცრუ კამპანიის სათავეში, როდესაც ერთი წლის წინ, „გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი შემოვიტანეთ და მას სრულიად უარგუმენტოდ, „რუსული კანონი“ დაარქვა - ახლა მის ხელმეორედ შემოტანას ის იღებს პირად გამოწვევად“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან განაცხადა.

1713541240

ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანი აგენტია, იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს - ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს

„ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა.

1713540762

35 წელი წაბლანის ტრაგედიიდან

 დღეს ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძემ, სასულიერო პირებმა, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს და მემორიალური დაფები გვირგვინითა და ყყვავილებითშეამკეს.

1713540180

მხატვარი ირაკლი სუთიძე გარდაიცვალა

ქართველი მხატვარი ირაკლი სუთიძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

1713539760

ანრი ოხანაშვილი "ნაცმოძრაობას": თქვენ ხართ ჩვენი გმირი მებრძოლების მოღალატეების პარტია, ჩვენ გმირ მებრძოლებს და ჩვენს ქვეყანას ომის დაწყება დააბრალეთ - არის თუ არა ეს რუსული საქმე?

"ეს არის 2008 წლის 1633 რეზოლუცია აგვისტოს ომის საქმეზე. რეზოლუციის მე-5 პუნქტი, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი მოაწერა და მხარი დაუჭირა, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა, მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან" - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურ მოძრაობას“. 

1713536526

შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) გენერალურ მდივან ასაფ ჰაჯიევს შეხვდა.

1713536133

ანრი ოხანაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება

„ოპოზიციის წარმომადგენლებს  შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის ფარგლებში დაბარებული ჰყავდათ არა კონკრეტული პასუხების მოსასმენად არამედ, იმისთვის რომ ესაუბრათ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

1713535505

ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს: ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ?

ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, კადრებია ოფიციალური, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს და მოსკოვში შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა.

1713534469

ანრი ოხანაშვილი ნატო ჩხეიძეს: ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ?

ქალბატონო ნატო, ხომ გახსოვთ, სადაც იყავით, რა ჩამოიტანეთ ასეთი რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში შეგიყვანათ? ლეონიდ კალაშნიკოვსაც შეხვედრიხართ, კადრებია ოფიციალური, ხომ ადასტურებთ, რომ შეხვედრიხართ? ამის გამო ჩაგსვათ სიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“? თქვენ რუსეთუმეობაზე როგორ საუბრობთ? - ასე მიმართა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ ნატო ჩხეიძეს და მოსკოვში შეხვედრის დამადასტურებელი ფოტოები აჩვენა.

1713534469

ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰეჩინსკის შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰეჩინსკის შეხვდა.

1713534325

კახა კახიშვილი: ოჯახურ ძალადობას მარტო პოლიცია ვერ უშველის, ამას უშველის ამ საკითხისადმი მთლიანდ საზოგადოებრივი აზროვნების ამაღლება

„რომ გითხრათ, რომ პოლიციამ უნდა გვასწავლოს ქალის მიმართ პატივისცემა, არ ვიქნები მართალი, ვერ გვასწავლის. ოჯახური ძალადობის ფუძე მოდის ოჯახიდან. ოჯახში მამამ შვილს გაზრდის დროს თუ არ ასწავლა რომ ქალს პატივი უნდა სცე და არ შეიძლება მასზე ხელი აღმართო, პოლიცია ვერ შევა და ვერ დაიწყებს ამის სწავლებას“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.

1713533918