GE EN

მთავრობა

სოზარ სუბარი: ოპოზიცია გეგმავდა გამოეყვანა ხალხი ქუჩაში და იმედოვნებდა, რომ მოეწყობოდა გადატრიალება, მაგრამ გამოუვიდათ ფალსტარტი, პიროსის გამარჯვება და საბოლოოდ საქართველომ მიიღო დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი

„საქართველოში ფინანსები შემოდის დასავლეთიდან და არა მხოლოდ დასავლეთიდან. ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, რომელიც პირდაპირ რუსეთიდან ან ევროპის გავლით რუსული ფულით ფინანსდება. თუმცა, როდესაც დასავლური დაფინანსება ხდება, ამ შემთხვევაში, ჩვენ ესეც უნდა ვიცოდეთ," - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ საქართველოში შემოსული თანხების გამჭვირვალობისათვის აუცილებელია საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ მხარდაჭერილი "გარე ჩარევასთან ბრძოლის კანონპროექტის" მსგავსი კანონის მიღება. 

1711655067

"რესპუბლიკური საავადმყოფოს" ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ყოფილ ფინანსურ დირექტორს, ირაკლი გვაზავას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. - ამის შესახებ ინფორმაციას "აიპრესს" სასამართლოს პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

1711641803

ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატების შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილე პირთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტები

26 მარტს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გამოსცა ბრძანება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის 3 კანდიდატის შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატისა და წევრობის კანდიდატების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.

1711637310

დავით კაჭარავა: ჯანსაღი ცხოვრების წესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმისთვის, რომ ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები გამოვიდნენ, იმისთვისაც, რომ ის ადამიანებს მინიმუმ, ჯანმრთელობას უნარჩუნებს და სწორი ცხოვრების წესს ასწავლის

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშესაწყობად მასობრივი სპორტის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ისაუბრა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით კაჭარავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

1711637113

პროკურატურამ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაულისთვის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ე.წ. ქოლ-ცენტრის მეშვეობით დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

1711635595

იუსტიციის სამინისტრომ პრობაციონერთა ინოვაციური საორიენტაციო კურსის პროექტი დაიწყო

პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ახალი ინოვაციური სარეაბილიტაციო შესაძლებლობაა, რომელიც დაბალი რისკის პრობაციონერების მხრიდან განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და ამ პროცესში პრობაციის ოფიცრების როლის გაძლიერებას ემსახურება.

1711632437

სოზარ სუბარი: კარგი იქნება, თუ საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და ევროკავშირის ელჩი ქართული სასამართლოსა და პირადად, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის წინაშე, ბოდიშს მოიხდიან

„სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სასამართლოს განაჩენები სამართლიანია, ემყარება კანონს და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალ სტანდარტს“, - ამის შესახებ მედიასთან პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

1711631108

„კარფურის კულინარიული ფესტივალი“

ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა, „კარფურმა“, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს,  კიდევ ერთი შთამბეჭდავი კამპანია - „კულინარიული ფესტივალი“, მოაწყო. 

1711631101

პარლამენტში საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტებმა, საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართეს.

1711628233

გიორგი ამილახვარმა იტალიის ელჩთან საქართველოში სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ახლად დანიშნულ ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს უმასპინძლა.

1711627209

ჯაბა სამუშიამ  გამოფენა "ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები" გახსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ  საქართველოს ხელოვნების, კულტურის, სპორტის, განათლებისა და მეცნიერების ამსახველი გამოფენა გახსნა, სადაც სხვადასხვა წელს, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან დაკავშირებული საფოსტო მარკები იყო წარმოდგენილი.

1711623942

პრემიერი 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, გადმოსვენებული პირების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული პირების ოჯახებს მიუსამძიმრა.

1711623570

საქართველოს და ბოსნია და ჰერცეგოვინას საარჩევნო ადმინისტრაციებს  შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა  და ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის საარჩევნო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.

1711622457

ეროვნული კინოცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინო ბაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი აცხადებს განაცხადების მიღებას კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზ რობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების გზით დაინტერესებული პროდიუსერებისა და ავტორების ხელშესაწყობად.ეროვნული კინოცენტრის მიზანია ქართული კინოს პოპულარიზაციის მხარდაჭერა საქართველოს საზღვრებს გარეთ და ფილმების გაქირავების ხელშეწყობა

1711621049

ქართველი და გერმანელი მეცნიერების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისი აკადემიურ, საგანმანათლებლო და ინტერკულტურულ თანამშრომლობას იწყებენ.

1711619891

არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს

„არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. არგენტინას  საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს“ - აღნიშნულის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

1711619565

დაბა ბაკურიანში მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა - ზვავში სავარაუდოდ მოყოლილია 1 ადამიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები და  შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მობილიზებულები არიან ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანში,  სადაც მთის ფერდობიდან ჩამოიშალა თოვლის მასა.

1711619111

საქართველოს პრემიერმინისტრი ესტონეთის ელჩს  შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რიინა კალიურანდს შეხვდა.

1711617971

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს.  

1711617818

პრემიერმინისტრი საქართველოში უნგრეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა მარია შიკოს შეხვდა.

1711617683

თენგიზ ნასარიძე: "სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა"

ოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები, პერსპექტივები და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები სახელმწიფო უწყებების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს.

1711617539

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადის საქმის განხილვა, რომელი დღეს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 8 აპრილამდე გადაიდო. 

1711615955

ე.წ. "ქოლ ცენტრების" საქმეზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი პირი.

1711614192

შალვა პაპუაშვილი: ველოდები ამერიკის საელჩოსგან გააკეთონ განმარტება, მოეხსნა თუ არა სანქცია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს?

რაც შეეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, მასზე დღემდე მოქმედებს აშშ-ის საელჩოს სანქცია. გვახსოვს ჩვენ რომ მაშინდელი ელჩის ხელმძღვანელობით, საელჩომ ისიც კი იკადრა, რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში ამ გადაწყვეტილებაზე. შემდეგ გველაპარაკებიან დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, როდესაც სტუმარი მასპინძელ ქვეყანაში, უბრალოდ ეტიკეტსაც არ სცემ პატივს, რომ შენ ხარ სტუმარი, მასპინძელთან მიდიხარ და სთხოვ ანგარიშს, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

1711613719

ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის (SWG) გენერალურ მდივანს ბობან ილიჩს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სოფლის განვითარების რეგიონული ჯგუფის (SWG) გენერალურ მდივანს ბობან ილიჩს შეხვდა.

1711613118