GE EN

მთავრობა

სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა - ჩვენი ეროვნულობა

„როცა პირველად დავიწყეთ საუბარი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა და სხვა არაფერი, ამაზე ძალიან დიდი წინააღმდეგობა იყო არასამთავრობო სექტორისა და მაშინდელი ოპოზიციის მხრიდან. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ჰომოფობია, ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და თითქოს კარგად არ იყო გამოყოფილი, რისთვის იყო საჭირო.“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ამბროლაურში. 

1713884630

დიმიტრი ხუნდაძე: შავი ფული არის იმ პოლიტიკის რეალიზების საშუალება, რაც საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმეს

დღეს ლგბტ პროპაგანდას იყენებენ იარაღად, რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე უმცირესობა აქციონ უმრავლესობად, - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ.

1713883304

ქვეშეთის კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა.

1713880749

ირაკლი ქარსელაძე: ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან

,,ყველას გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს-დაუღალავი  შრომისა და  დიდი ძალისხმევის შედეგს. უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გზა  არცერთი დღით აღარ ჩაიკეტება  და ყოველთვის იქნება უზრუნველყოფილი ფიზიკური კავშირი  ჩვენს მუნიციპალიტეტებს შორის. ახალი გზით ხადის ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარე სამყაროსთან და  მაცხოვრებლებს ექნებათ წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე“-ამის შესახებ  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, სოფელ ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

1713880568

ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოვლინდა - "სიფუდ გრუპ თელავს" შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა 1000 ლარით

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა პათოგენური მიკროორგანიზმი სალმონელა, სეროტიპი - Salmonella typhimurium.

1713880319

ტყის ხანძრების პრევენციის ამერიკული კამპანია "Smokey Bear" საქართველოშიც განხორციელდება

ტყის ხანძრების პრევენციის კამპანიას „Smokey Bear”, რომლის მიზანიც სკოლამდელი და სკოლის ასაკის ახალგაზრდების ცნობიერების დონის ამაღლება და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაა, აშშ-ის სატყეო სამსახური ახორციელებს. „Smokey Bear” აშშ-ში 40-იანი წლებიდან მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მხოლოდ შენ შეგიძლია თავიდან აიცილო ტყის ხანძარი“.

1713879997

ჯაბა სამუშიამ ივანე ჯავახიშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ, სტუდენტებმა, პროფესორებმა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა  უნივერსიტეტის დამფუძნებლის ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 148 წლისთავთან დაკავშირებით მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

1713879770

ალექსანდრე მესხი - რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს - ალექსანდრე მესხი, კლინიკის თანამშრომლებს, ჯანდაცვის მინისტრმა წარუდგინა.

1713876650

პრემიერი:  კეზერაშვილს საწყალ დევნილად გიცხადებენ, ევროპარლამენტარის განცხადებას ასეთ პირობებში ფასი ვერ ექნება

წინა წლების განმავლობაში ევროპარლამენტის რეზოლუციებმა საერთოდ დაკარგა ფასი ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დებატებს შეეხებოდა.

1713876433

პრემიერი: ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ბიზნესი მხარს უჭერს "ქართულ ოცნებას"

ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა არის ამ ქვეყანაში ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

1713876231

ირაკლი კობახიძე: "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ჩვენ წინ წავიწიოთ ევროინტეგრაციის გზაზე

ჩვენ მხოლოდ გაგვიხარდება თუ იქნება რაც შეიძლება მეტი კომუნიკაცია და უფრო მეტიც - ძალაში რჩება ჩვენი შეთავაზება პარტნიორების მიმართ, რომ ქართული საზოგადოების თვალწინ დავსხდეთ და ვიმსჯელოთ ამ კანონის ავკარგიანობაზე, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

1713875855

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ველოდებით, რომ აქციის მონაწილეები მეორე მოსმენის დროს შეიკრიბებიან, მათი უფლებაა, როგორც და სადაც უნდათ, შეიკრიბონ - ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს

ორშაბათს გაიმართება შეკრება, სადაც ჩვენ ველოდებით ჩვენს ათიათასობით მხარდამჭერს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს რამდენიც უნდათ, შეიკრიბონ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

1713875387

ნიკა გვარამია: ჩვენ, პროდასავლური ოპოზიციური პარტიები, მოვიგებთ 2024 წლის არჩევნებს და შევცვლით სიტუაციას საქართველოში, რისი შედეგიც ევროკავშირის წევრობა იქნება

„ქართული ოცნების“ ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჩვენს ევროპულ გზას, არამედ ჩვენი დემოკრატიის არსს, ჩვენ მოვუწოდებთ ყველას აქ და ყველა ჩვენს პარტნიორს ევროპის და ამერიკის მასშტაბით, დაგვიდგეს გვერდით დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად და საქართველოს ევროპული მისწრაფებების რეალიზებისთვის, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

1713873072

პრემიერი: 29 აპრილს იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ

როგორც კი დაანონსდა ეს შეკრება, მაშინვე დაიწყო შეურაცხყოფის კამპანია ჩვენი მხარდამჭერების წინააღმდეგ, საუბრობენ იმაზე, რომ  100 000 საჯარო მოხელე უნდა მოვიდეს და ა.შ. ჯერ რამდენია საჯარო მოხელეების რაოდენობა ესეც არ იციან. აქ იქნებიან ჩვენი მხარდამჭერები ყველა სფეროდან და ყველა დაინახავს, თუ რამხელაა მხარდაჭერა მმართველი გუნდის მიმართ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

1713872396

მიხეილ ყაველაშვილი: ასეთი მაღალი დონის სტადიონის მშენებლობის დაწყება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტისთვის, არამედ - მთლიანად ქვეყნის წარმოჩენისთვის

„ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც გადაწყვეტილია თანამედროვე, 70-ათასიანი საფეხბურთო არენის მშენებლობა.

1713871884

მეუფე შიო: ეკლესია ყოველთვის იდგა ჩვენი ერის და მისი ისტორიის დაცვის სადარაჯოზე - ეს დღესაც ასეა და იქნება ყოველთვის

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სიტყვა კონფერენციის ,,ცხინვალის რეგიონი - ისტორია და თანამედროვეობა” (გამოწვევები და პერსპექტივები) მონაწილეთადმი:

1713868020

თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის დირექტორ ნინო სალუქვაძესთან ერთად დიღომში, ოლიმპიური აუზის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე, ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

1713865019

აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და გურიაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

1713864045

სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ ღრმად შეშფოთებული რჩება, რომ კანონპროექტი საქართველოს ევროპული გზიდან გადაახვევინებს

აშშ ღრმად შეშფოთებული რჩება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი დააზიანებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე და საქართველოს გადაახვევინებს ევროპული გზიდან, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს წარმომადგენელმა რობერტ გილქრისტმა განაცხადა.

1713863580

საქართველოს ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სატყეო პროგრამის მიმდინარეობის საკითხებზე გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე დაესწრო. 

1713863236

გურამ მაჭარაშვილი: საოცარია, მაგრამ ამ 33 წლის თავზე მაინც მოგვიწია კიდევ ერთხელ სახალხო შეკრება იმასთან დაკავშირებით - გვინდა თუ არა სუვერენიტეტი

„საოცარია, მაგრამ ამ 33 წლის თავზე მაინც მოგვიწია კიდევ ერთხელ საერთო, დიდი, სახალხო შეკრება იმასთან დაკავშირებით - გვინდა თუ არა სუვერენიტეტი“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

1713862357

ვაკის რაიონში კომბინირებული დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

ვაკის რაიონში, რამდენიმე მისამართზე დასასვენებელი სივრცეები და სპორტული მოედნები ეწყობა. კერძოდ, სამუშაოები წყნეთის ქუჩა N1-სა და N14-ში, ასევე, ნუცუბიძის II მ/რ-ის I კვარტალში, ჟღენტის ქუჩასა და ნუცუბიძის IV მ/რ-ის N21 კორპუსის მიმდებარედ ხორციელდება. 

1713862015

დავით კაჭარავა: დაგვიმახსოვრეთ! თითოეული ჩვენგანი! სახეზე! 83 დეპუტატი! ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობას - სამშობლოს გარე მართვისგან გათავისუფლებას მისცა ხმა!

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი დავით კაჭარავა რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ნაწილისგან პროვოკაციულ ფეისბუქ პოსტებს, რომლებშიც ის 83 დეპუტატია მონიშნული, რომელთაც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

1713860762