GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

დავით კაჭარავა: ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეამ იმსჯელა იმ გამოწვევებზე, რასაც დეზინფორმაციასთან ბრძოლა ჰქვია და იმ გზებზე, რომელიც ამ კუთხით უნდა გაიაროს თითოეულმა ქვეყანამ

„დეზინფორმაციასთან ბრძოლა დღევანდელობის გამოწვევაა,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა დავით კაჭარავამ ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის დასრულების შემდეგ.

1714022427

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1696682177

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

1696502833

სოცმედია

ევროპარლამენტარი: მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას

ევროპარლამენტარი  მიხაეილ გალერი მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებას და პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვს.

1713936492

მიხეილ სააკაშვილი: "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ვთხოვ, უახლოეს დღეებში პარტიის ბორდი შევქმნათ და ბორდის თავმჯდომარედ ჩემი კანდიდატურა განიხილონ, ხოლო ჩემს მოადგილედ, სოფო ჯაფარიძე აირჩიონ

სოფოს(სოფო ჯაფარიძე. მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი) თავისი ძალიან საინტერესო აქტივისტების ჯგუფი ჰყავს და ახალი ხალხის მოზიდვის უნიკალური უნარი აქვს, რომელიც ენმ-სა და გაერთიანებული ოპოზიციის ეფექტური ნაწილი გახდება. მე მას სრულად ვენდობი, რაც მის საქმიანობაზე მრავალწლიან დაკვირვებასა და ბოლო წლის განმავლობაში ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ეფუძნება.    - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

1713535723

სხვა სიახლეები

თენგიზ შარმანაშვილი: არავინ არ მოგცემთ უფლებას ლგბტ პროპაგანდა დაიწყოთ ხალხში - ამ პროპაგანდას უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა

„როდესაც კონსტიტუციის 1995 წლის რედაქციაში  ჩავწერეთ მეუღლეთა ერთობა, არავის  აზრად არ მოგვივიდოდა, რომ ვინმეს ქალისა და კაცის გარდა რამე სხვა ეგულისხმა, მაგრამ დაგვიდგა ეს დრო. როდესაც  კონსტიტუციის  2017 წელის რედაქცია  იწერებოდა, ქალისა და კაცის  ერთობის ჩაწერა მოგვიწია. როგორც აღმოჩნდა ესეც საკმარისი არ ყოფილა და „გენეტიკური ქალის და კაცის“ ჩამატება გვიწევს ახლა." -განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოზურგეთში „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების საჯარო განხილვის დროს.

1713968234

ლევან ხაბეიშვილი: "ჩვენ გვირჩევნია სანქციების ნაცვლად რუსული კანონი გაიწვიონ"

"ჩვენ არავის სანქცირება არ გვიხარია, მაგრამ ივანიშვილის პარტია აკეთებს რუსულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რომლებიც ქართველ ხალხს წინ ეღობებიან ევროკავშირის გზაზე და მზად არიან მეორე მოსმენაზეც მხარი დაუჭირონ რუსულ კანონს." - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა

1713967529

გენდერული თანასწორობის საბჭოსა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს თბილისის საკრებულოში  თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა და სსიპ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ მოაწერეს ხელი.

1713964848

სოზარ სუბარი: ვინმეს უფლებებს კი არ ვზღუდავთ, არამედ ვიცავთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, ვიცავთ იმ უფლებას, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული - ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა

„პროპაგანდას პროპაგანდით უნდა შევებრძოლოთ, მაგრამ როდესაც მოდიან ზეწოლით, მოთხოვნებით, მაშინ იძულებული ხდები, რომ დაიცვა შენი თავი და დაიცვა ყველაზე მაღალი კანონი, რაც კი გვაქვს ქვეყანაში, რაც არის საქართველოს კონსტიტუცია“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“  თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში.

1713964084