GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

ანრი ოხანაშვილი: "ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება

„ოპოზიციის წარმომადგენლებს  შინაგან საქმეთა მინისტრი ინტერპელაციის ფარგლებში დაბარებული ჰყავდათ არა კონკრეტული პასუხების მოსასმენად არამედ, იმისთვის რომ ესაუბრათ საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ, ჩვენ, საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი, ზნე და მორალი არ იცვლება. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

1713535505

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1696682177

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

1696502833

სოცმედია

"იმედის" თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ „ქრონიკას“ უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა განუცხადა.

1713455309

ნიკა გვარამია: "კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით - საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!"

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.

1713382710

სხვა სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს

ძირითადი პროევროპული ძალა გააკეთებს. საარჩევნო ნომერი შემთხვევითი წესით შეიძლება შეირჩეს. ჩვენი დათვლებით, საერთო სიის შემთხვევაში, ოპოზიცია ოცნებას 70/30 პროპორციით დაამარცხებს. შემდეგ გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს და ძლიერი სპეციალისტებით დაკომპლექტდეს, რომლებიც ქვეყანაში ნამდვილად არიან და ამავე დროს, ამ ეტაპზე პოლიტიკის წინა ხაზზე არ არიან. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სასამართლოში ცვლილებებზე, დეოლიგარქიზაციის პრინციპებსა და მომავალ კონსენსუსურ საპრეზიდენტო კანდიდატზე ახლავე უნდა შეთანხმდნენ.  - ამის შესახებ მსჯავრდადებული დსაქართველოს ყოფილი მინისტრი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

1713533393

ვახტანგ გომელაური: პოლიციელს თავი გაუტეხეს, თვალი ამოუგდეს, ძვალი ჩაუმტვრიეს - არ მომისმენია, ვინმე გამოსულიყო, მათ შორის ელჩებიც და მოეწოდებინათ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები ძალადობის წინააღმდეგო

მადლობა პირველ რიგში, ყველას მხარდაჭერისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა შსს-ს თანამშრომლებს, ყველა მეთაურს. ამ დღეებში მოხდა  ძალადობა მოქალაქეებზე, პოლიციელებზე, ჟურნალისტებზე, რაც იყო ძალიან მძიმე საყურებელი. დღეს ჩვენმა კოლეგებმა არა ერთხელ ბრძანეს და სამწუხაროდ, მეც არ მომისმენია, ვინმე გამოსულიყოს, მათ შორის ელჩებიც და მოეწოდებინათ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები ძალადობის წინააღმდეგო.

1713532309

გიორგი ამილახვარმა სამედიცინო განათლების მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი ევროპის სამედიცინო სკოლათა ასოციაციის (AMSE) პრეზიდენტ პროფესორ ჰარმ პიტერსს, ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრეზიდენტ პროფესორ სუბჰა რამანსა და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) პრეზიდენტ პროფესორ რიკარდო ლეინ-ბორკეს შეხვდა.

1713531356

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ გენერალს შეხვდა

 საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობის G3 შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ პატრიკ ელისს შეხვდა. მინისტრმა ამერიკულ მხარეს საქართველოს მხარდაჭერისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.

1713530144