GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

პრემიერი: ღიმილის მომგვრელია, როცა ლევან ხაბეიშვილი, ნიკა გვარამია, გუბაზ სანიკიძე, ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, გვასწავლიან, მე მასწავლიან ევროპულობას - ჩვენ გვასწავლიან ევროპულობას, ეს ხომ სამარცხვინოა

„გუშინ აქტიურობდნენ ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ადეიშვილის ცნობილი მოადგილე და სხვები, რომლებიც მაღალ მატერიებზე გვესაუბრებოდნენ. გუშინ აქციაზე, უტიფრობის საზღვარიც ხომ არსებობს, ვიხილეთ შოთა უტიაშვილი, რომელმაც შეგახსენებთ, რა გააკეთა 2011 წელს, მაშინ რეჟიმის მიერ მოკლული რამდენიმე მომიტინგის ცხედარი მან განათავსა ჯიხურებზე და ეს ადამიანი დღეს უტიფრად დგას საპროტესტო აქციაზე. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

1713365117

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1696682177

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

1696502833

სოცმედია

"ლელო": როგორც დაკავებულები ჰყვებიან, პოლიციამ დაკავებულებზე სასტიკად იძალადა, უმეტესობა ნაცემია, მათ შორის ირაკლი კუპრაძეც

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, გუშინ "ლელო"-ს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე დააკავეს.

1713334925

ISSA: რომელ პოლიტიკურ პარტიას არ დაუჭერდით მხარს არცერთ შემთხვევაში? - "ნაცმოძრაობა" 31.1%, "ოცნება" - 27.9%; პატრიოტთა ალიანსი - 13.1%

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა "მთავარ არხის" დაკვეთით, "სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა "(ISSA) ჩაატარა.

1713012681

სხვა სიახლეები

ირაკლი კობახიძე: 2020 და 2022 წლებში "ენჯეოებს" ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის მცდელობა, რომ ემოქმედა კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", ვერ გაბედავდნენ

2020 და 2022 წლებში ენჯეოებს ჰქონდათ საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

1713362233

პრემიერი: საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, თუ ვინ რაში ხარჯავს ფულს - აბსურდი და პარადოქსია

"35 წლის წინ ქართველები რუსთაველის გამზირზე სუვერენიტეტის ლოზუნგით გამოდიოდნენ, ისინი ითხოვდნენ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას საბჭოთა სისტემისგან, დღეს უბრალოდ პარადოქსია, რომ აქციები ამავე რუსთაველის გამზირზე იმართება სუვერენიტეტის არგამნმტიკიცების ლოზუნგით, არ გვინდა სახელმწიფო სუვერენიტეტი, არ გვინდა ვიცოდეთ, ვინ რაში ხარჯავს ფულს." -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ.

1713361988

პრემიერი: დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ - "ალტ-ინფო", მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები

რაც შეეხება პრორუსული ძალების გავლენებს საქართველოში. მინდა, შეგახსენოთ, 2012 წლიდან, 2012, 2013, 2014 წლებში, მაშინაც ტარდებოდა ეროვნული არჩევნები, მაშინ პრორუსული პარტიები და კანდიდატები არჩევნებში იღებდნენ ხოლმე დაახლოებით ხმების 20 პროცენტს. ეს ხდებოდა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებში. დღეს პრორუსული ძალები პრაქტიკულად გამქრალი არიან პოლიტიკური სივრციდან. ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც აქტიურობდა ბოლო პერიოდში, ეს გახლავთ - „ალტ-ინფო“, მას აქვს დღეს ეგზისტენციური პრობლემები. ერთადერთი პრორუსული ორგანიზაცია, რომელიც აქამდე აქტიურობდა, მასაც აქვს ეგზისტენციური პრობლემები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1713361118

პრემიერი: გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება მტერზეც და მეგობარზეც - ის, რომ საქართველოს მთავრობა არის სრულად გამჭვირვალე არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავს ვინმეს მტრად განვიხილავთ

გამჭვირვალობა ვერ იქნება ვერავის წინააღმდეგ მიმართული. მით უმეტეს, გამჭვირვალობა ვერ გაარჩევს მტრებს და მეგობრებს ერთმანეთისგან. გამჭვირვალობა თანაბრად ვრცელდება ყველაზე - მტერზეც და მეგობარზეც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

1713360789