პრეზიდენტი

    კახა კოჟორიძეს 14 თვეში 32 000 ლარამდე ოდენობის ხელფასი აქვს აღებული

კახა კოჟორიძეს 14 თვეში 32 000 ლარამდე ოდენობის ხელფასი აქვს აღებული

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში კახა კოჟორიძეს 14 თვეში 31 740 ლარი აქვს აღებული, ამის შესახებ "აიპრესს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, კახა კოჟორიძის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 2300 ლარს შეადგენდა. ამ ოდენობის ხელფასი 13 თვის განმავლობაში - 2016 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით აქვს აღებული. მას მიმდინარე წლის თებერვალში 1840 ლარი აქვს აღებული. შემდეგ თვეებში კი მას ხელფასი აღარ აუღია. ადმინისტრაციიდან მოწოდებული საჯარო ინფორმაციის მიხედვით...

    ფიქრია ჩიხრაძე: შევხვდებით "ოცნებას", თუ მათი მხრიდან ამის სურვილი იქნება

ფიქრია ჩიხრაძე: შევხვდებით "ოცნებას", თუ მათი მხრიდან ამის სურვილი იქნება

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველის ფიქრია ჩიხრაძის თქმით, პრეზიდენტი მზადაა, მმართველი გუნდის წევრებს შეხვდეს. ამის შესახებ ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც კონსტიტუციურ პროექტს ოპოზიციასთან განიხილავდნენ. "შესაძლოა საკითხების ნუსხა განსხვავებული იყოს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც ორივე მხარის მოთხოვნებში ფიგურირებს. აქედან გამომდინარე, დღეს იყო შეხვედრა ოპოზიციასთან, სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ იყვნენ, მაგრამ როგორც ოპოზიცია, ისე პრეზიდენტი...

    მარგველაშვილი: შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გამოვნახოთ შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი

მარგველაშვილი: შევიკრიბეთ იმისათვის, რომ გამოვნახოთ შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსავალი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ წუთებში საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ 20-მდე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მმართველი გუნდის ინიციატივის განსახილველად შედგა. გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და შექმნილი ვითარება მიმოიხილა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, უკვე ყველა თანხმდება, მათ შორის კონსტიტუციის მიმღები „ქართული ოცნებაც“, რომ დღეს ვეტო არსებული რთული ვითარებიდან გამოსავალს წარმოადგენს. "დღეს აქ შევიკრიბეთ, ის ჯგუფი...

    პრეზიდენტი "ოცნებას" და პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს

პრეზიდენტი "ოცნებას" და პოლიტიკურ პარტიებს კონსულტაციებს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი მმართველი პარტიის თხოვნის საფუძველზე, მათივე ინიციატივის განსახილველად, "ქართულ ოცნებას" და ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩართული იყო საკონსტიტუციო პროცესში, ხვალ, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში კონსულტაციების გამართვას სთავაზობს. "საქართვლოს პარლამენტის უმრავლესობამ გუშინ მიიღო კონსტიტუცია. ამ დოკუმენტის ხარვეზების შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. საკონსტიტუციო პროექტზე მუშაობის განმავლობაში პრობლემებზე მიანიშნებდა არამარტო პრეზიდენტი, არამედ მთელი ოპოზიციური სპექტრი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ვენეციის...

    ანა დოლიძე: მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა

ანა დოლიძე: მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა

''პრეზიდენტის პოზიცია თავიდანვე ასეთი იყო, რომ ახალი კონსტიტუცია ყოფილიყო ყველასი“, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „სამწუხაროდ, მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არავისი არ არის, გარდა ერთი პარტიისა. ეს არის გაშვებული ისტორიული შანსი, რომ ერთხელ ჩვენთან შექმნილიყო თანხმობის კონსტიტუცია, თანხმობის დოკუმენტი და კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვედგა დემოკრატიული წესწყობილებისკენ“, - აღნიშნა ანა დოლიძემ. ცნობისთვის, პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით...

    დოლიძე: როგორც კი პარლამენტი დოკუმენტს გადმოაგზავნის, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს

დოლიძე: როგორც კი პარლამენტი დოკუმენტს გადმოაგზავნის, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მიიღებს

დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ჟურნალისტის კითხვაზე დაადებს თუ არა პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტს ვეტოს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ უპასუხა: "ამ ეტაპზე ჩვენ ვერ შეგატყობინებთ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი არ არის იმ დოკუმენტის საბოლოო სახე. როგორც კი იქნება შემუშავებული საბოლოო რედაქცია და იქნება გადმოგზავნილი პრეზიდენტთან, ბუნებრივია პრეზიდენტი კონსტიტუციით დადგენილ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას". 

    პრეზიდენტი კონსტიტუციურ ცვლილებებზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას არ დანიშნავს

პრეზიდენტი კონსტიტუციურ ცვლილებებზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას არ დანიშნავს

პრეზიდენტი არ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას, სადაც მესამე მოსმენით ახალი კონსტიტუცია უნდა დამტკიცებულიყო. ამის შესახებ "აიპრესს" პრეზიდენტის რეზიდენციაში განუცხადეს. პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა. ცნობისთვის, პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებენ. მათთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, ასევე ბლოკებად...

     მარგველაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსი შედგა

მარგველაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან კონსენსუსი შედგა

საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების დოკუმენტი შეიმუშავეს, რომელიც მმართველ პარტიასა და ვენეციის კომისიას გადაეგზავნება. 20 პოლიტიკური პარტიის კონსულტაციების პროცესთან და კონსენსუსთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონსულტაციებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს იმ სულისკვეთებისთვის, რომელითაც ეს პროცესი განხორციელდა. პრეზიდენტის...

    მარგველაშვილი: მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ბრიტანეთის ხელისუფლებასა და ბრიტანელ ხალხს

მარგველაშვილი: მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ბრიტანეთის ხელისუფლებასა და ბრიტანელ ხალხს

ლონდონში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი: ''უკიდურეს აღშფოთებას გამოვთქვამ ლონდონში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო. ტერორისტებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს შეტევა ჩვენს საერთო ღირებულებებსა და უსაფრთხოებაზე. მტკიცე თანადგომას ვუცხადებ ბრიტანეთის ხელისუფლებასა და ბრიტანელ ხალხს. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ ტერორიზმს და უზრუნველვყოფთ მშვიდობიან მომავალს ჩვენი ხალხების კეთილდღეობისათვის. '' შეგახსენებთ, რომ დღეს, ლონდონის მეტროსადგურში...

    პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს: გიწვევთ, რომ ვიმუშაოთ კონსტიტუციის არსებულ კანონპროექტზე

პრეზიდენტი პოლიტიკურ პარტიებს: გიწვევთ, რომ ვიმუშაოთ კონსტიტუციის არსებულ კანონპროექტზე

საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ძალებსა და მმართველ გუნდს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი ჩიხიდან გამოსავალს სთავაზობს. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქართული სახელმწიფოს იმიჯი შეილახა იმ შთაბეჭდილების შექმნით, რომ საზოგადოებას არ შეუძლია შეთანხმება უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ამიტომ პრეზიდენტი გამოსავლის სახით პოლიტიკურ პარტიებს განსხვავებული შეხედულებების...

    მარგველაშვილი: ქართველ ჯარისკაცებს პროფესიონალიზმთან და პარტნიორებთან ერთად, ზურგს სიმართლის მხარეს დგომა უმაგრებს

მარგველაშვილი: ქართველ ჯარისკაცებს პროფესიონალიზმთან და პარტნიორებთან ერთად, ზურგს სიმართლის მხარეს დგომა უმაგრებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში კურსდამთავრებულთა ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო. ფიცი თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის საბაკალავრო კურსის 84-მა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის 6 კურსდამთავრებულმა დადო. კურსდამთავრებულებს აკადემიის დასრულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და ბაკალავრიატის წარჩინებულმა...

    საქართველოს პრეზიდენტმა ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და უსახელო მთაზე ავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა და უსახელო მთაზე ავიდა

საქართველოს პრეზიდენტმა 79 წლის მწვრთნელთან ლევ სარქისოვთან ერთად ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილი ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად ყაზბეგში, გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა და ახალი მარშრუტი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. უსახელო მწვერვალს საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება. მისი სიმაღლე 3170 მეტრია. მთაში გასვლა საქართველოს კონსტიტუციის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, ბორჯომის ხანძრის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზეიმო...

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება