რეგიონები

    "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები იმერეთის რეგიონში (სრული სია)

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები იმერეთის რეგიონში (სრული სია)

პრემიერმა, იმერეთის რეგიონში ქართული ოცნების მერობის კანდიდატები დაასახელა. ქუთაისი - გიორგი ჭიღვარია; ბაღდათი - არჩილ გოგსაძე; ვანი - ალექსანდრე გოგორიშვილი; თერჯოლა - ბონდო სოფრომაძე; სამტრედია - ვალერიანე ფოცხვერია; საჩხერე - ბენიამენ ფალავანდიშვილი; ტყიბული - თემურ ჩუბინიძე; წყალტუბო - გრიგოლ იოსელიანი; ჭიათურა - პაატა ნადირაძე; ხარაგაული - ნიკოლოზ თოფურიძე; ხონი - ლადო ჯურხაძე ზესტაფონი-კახაბერ მახათაძე.

    ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად პრემიერმა გიორგი ჭიღვარია წარადგინა

ქუთაისში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატად პრემიერმა გიორგი ჭიღვარია წარადგინა

  ქუთაისის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნებიდან" გიორგი ჭიღვარია იქნება. გიორგი ჭიღვარიას კანდიდატრუა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.  

    რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

გალის სოფელ თაგილონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ''აიპრესს'' სუსში უდასტურებენ და აცხადებენ, რომ „ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად“. ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით 2017 წლის 1 იანვრიდან დღემდე საზღვის კვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა 28 საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  

    რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში - უახლესი კადრები სტიქიის ზონიდან (ვიდეო)

რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში - უახლესი კადრები სტიქიის ზონიდან (ვიდეო)

  რა ვითარებაა ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის, სადაც სტიქიას რამდენიმე დღეა ებრძვიან. კადრები ზღვის დონიდან 1700 მეტრი სიმაღლეზე, ე.წ ,,არჯევანიძის’’ მთის ყველაზე მაღალ წერტილშია გადაღებული. მაშველები და მეხანძრეები წაღვერის ტყეში ცეცხლის კერებს აქრობენ, რათა არ გაღვივდეს ხანძარი და არ გაჩნდეს ახალი ცეცხლის კერები. ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩასაქრობად სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ავიაცია და ცოცხალი ძალა ინტენსიურად აგრძელებს სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს. გთავაზობთ უახლეს კადრებს სტიქიის ზონიდან, რომელსაც...

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "ტაბაკონ"-ზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში "ტაბაკონ"-ზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში „ტაბაკონ“-ზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დიდინეძის ადმინისტრაციულ ერთეულში (ტყის მასივში) მდებარე (ხობის მუნიციპალიტეტის სოფ. თორსის საზღვართან) ბრინჯაოს ხანის „კოლხური კულტურის“ ხელოვნურ ნამოსახლარ ბორცვ „ტაბაკონ“-ზე ს.ს.ი.პ. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გერმანიის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად დაასრულა კომპლექსური არქეოლოგიური სამეცნიერო...

    თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოსახლეობა სოფლის ცენტრში ყოფილი ხელისუფლების დროს უკანონდ ჩამორთმეული და გაყიდული მიწების დაბრუნების მოთხოვნით აქციას უკვე მეორედ მართავს. აქციის მონაწილეთა თქმით, 2011 წელს 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც სოფლის სასაფლაოს ეკუთვნოდა და მოსახლეობა საძოვრებად იყენებდა, ისე გაიყიდა, რომ მათთვის ამის შესახებ არავის უცნობებია. მოგვიანებით, აღნიშნული ტერიტორია წინა ხელისუფლებამ ყარაჯალას მკვიდრებზე გაასხვისა. მფობელებმა ნაკვეთების ნაწილი გასულ წელს დათმეს, თუმცა დარჩენილი 8...

    ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ღია ცეცხლი აღარსად ფიქსირდება

ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში ღია ცეცხლი აღარსად ფიქსირდება

ბორჯომის ხეობაში ამ წუთებში ვერტმფრენები სრული დატვირთვით დაფრინავენ, ღია ცეცხლი აღარსად აღარ ფიქსირდება,- ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს. ადგილზე ცოცხალი ძალა და სახანძრო-სამაშველო ტექნიკა სრული დატვირთვით მუშაობს. ცოტა ქარი კი ქრის, მაგრამ სტაბილური ვითარებაა.,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

    ბორჯომში, სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დილიდან, ათასზე მეტი სამხედრო სპეცტექნიკით ჩაერთო

ბორჯომში, სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში, დილიდან, ათასზე მეტი სამხედრო სპეცტექნიკით ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო. საგანგებო შტაბის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო.ინფორმაციას მთავრობის სადმინისტრაცია ავრცელებს. ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის, ათასზე მეტი სამხედრო, სპეციალური ტექნიკით შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების...

    პატრიარქი ბორჯომის ხეობაშია და პარაკლისს აღავლენს

პატრიარქი ბორჯომის ხეობაშია და პარაკლისს აღავლენს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ბორჯომის ხეობაში ჩავიდა, ის სტიქიის ზონაში გენერალურ შტაბში მივიდა მღვდელმსახურებთან ერთად. ილია მეორე ამ წუთებში პარაკლისს აღავლენს. 

    ამ დროისთვის ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი

ამ დროისთვის ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე გადაადგილება თავისუფლადაა შესაძლებელი

ამ დროისთვის თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ამის შესახებ "აიპრესთან" გამგებლის წარმომადგენელმა თუშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, ლადო კახოიძემ განაცხადა. "გზაზე გადაადგილება თავისუფალია ამ ეტაპზე. გზის ის ნაწილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიტბორა, იხრეშება და დატბორვის საშიშროება აღარ არის. თუმცა ქვის ცვენის საფრთხე მაინც არსებობს"- განაცხადა ლადო კახოიძემ. კომპანია "გერალის" ინფორმაციით, მეკლდეურებმა უკვე შეამოწმეს კლდის ის ნაწილი, საიდანაც ლოდები...

    თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

შტაბის გახსნას სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, კახეთის გუბერნატორი და ღვინის კომპანიების მენეჯერები დაესწრნენ. ცნობილია, რომ 2017 წელს რთველის ფარგლებში, ყურძენს 100-მდე ღვინის კომპანია ღვინის საწარმო ჩაიბარებს. ყურძნის რეალიზაციისათვის კი თვითთმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები. "წელს დაახლოებით 140-150 ტონა ყურძნის მოსავალს ველოდებით. ყურძნის მისაღებად კი 100-მდე კომპანიაა მზადყოფნაში. 2017 წლის რთველზე, კახეთის რეგიონში, ღვინის გადამუშავების ნაწილში, ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს."- განაცხადა რთველის...

    ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია,- ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო შტაბი ავრცელებს. ამ დროისათვის ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით, რაც ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ანეიტრალებს. გარემოს დაცვისსამინისტროს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ცეცხლს მთელი ღამისმანძილზე, რთულ რელიეფურ პირობებში ებრძოდნენ. ანდაქის ხეობაში ხანძარი 22 აგვისტოს თავდაპირველად სოფელ...

პოპულარული სტატიები

    პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

პედაგოგი: არანაირი მოტივაცია აღარ გამაჩნია

    ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

ალექსანდრე ჯეჯელავა: სკოლებში ახალი ელექტრონული და ბეჭდური წიგნები შემოვა

    თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

თავდაცვის სამინისტრო: აკა სინჯიკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება!

    ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

ავტომობილით 3 წლამდე ბავშვის სამგზავრო სავარძლით გადაყვანა, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

    2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

2016-2017 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები დამტკიცდა

    მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

მარიამ ჯაში: ხელფასი დაახლოებით 20 000 პედაგოგს მოემატება

    ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა

ჯეჯელავა: საზეპიროებზე რომ ვთქვი,ხალხს მაინცდამაინც გალაკტიონი და ვეფხისტყაოსანი გაახსენდა