GE EN

დღის სიახლეები

მთავრობა

არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი: ორი კონტინენტის გასაყარზე სტრატეგიული მდებარეობა საქართველოს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ჰაბად აქცევს

„არგენტინა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც 1919 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. არგენტინას  საქართველოსთან უწყვეტი დიპლომატიური ურთიერთობები აქვს“ - აღნიშნულის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიანა მონდინომ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

1711619565

პარლამენტი

პრემიერი

პრემიერი: ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, თანავუგრძნობ ისრაელის სახელმწიფოს მთავრობასა და ხალხს

ვგმობ ისრაელის სახელმწიფოზე და ისრაელის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

1696682177

პრემიერი: არანაირი მოკლე გზა არ არსებობს - ეს არის გრძელვადიანი გზა, რომელიც ყველა ქვეყანამ უნდა გაიაროს იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა

ჩვენ ახლა, ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის გადმოსახედიდან გამომდინარე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ უნდა ვფოკუსირდეთ შემდგომ ეტაპზე, რაც არის სიმბოლური მნიშვნელობის, თუმცა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი - ეს არის კანდიდატის სტატუსი, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

1696502833

სოცმედია

მიხეილ სააკაშვილი: სალომე ზურაბიშვილს მინდა ვუთხრა, მოხსენით გრიფით საიდუმლო დღევანდელ სამთავრობო ხარჯებზე და ჩემი პროცესი ავტომატურად შეწყდება

"სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” ბრალდებულმა,  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა. 

1710749054

დიმიტრი მედვედევი: ევროპელი ლიდერები იდიოტები, სუსტები, არაობიექტურები არიან - მათ სურთ, ოქრო რუმინეთში დააბრუნონ

ერთი სიტყვა - რუმინული! (ფილმიდან "ძმა-2") რუმინელები, მოგეხსენებათ, ერი კი არა, ცხოვრების წესია როგორც ჩანს, ვერაფერი გაგვაკვირვებდა. ევროპელი ლიდერები იდიოტები, სუსტები, არაობიექტურები არიან. მაგრამ არა, ისევ მიზეზი მომცეს. მათ სურთ, რომ ოქრო რუმინეთში დააბრუნონ. 

1710523039

სხვა სიახლეები

თენგიზ ნასარიძე: "სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა"

ოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები, პერსპექტივები და ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების საკითხები სახელმწიფო უწყებების და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივ შეხვედრაზე განიხილეს.

1711617539

ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო სხდომა გადაიდო

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადის საქმის განხილვა, რომელი დღეს 12 საათზე იყო ჩანიშნული, 8 აპრილამდე გადაიდო. 

1711615955

ე.წ. "ქოლ ცენტრების" საქმეზე 2 პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ იქნა ორი პირი.

1711614192

შალვა პაპუაშვილი: ველოდები ამერიკის საელჩოსგან გააკეთონ განმარტება, მოეხსნა თუ არა სანქცია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს?

რაც შეეხება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, მასზე დღემდე მოქმედებს აშშ-ის საელჩოს სანქცია. გვახსოვს ჩვენ რომ მაშინდელი ელჩის ხელმძღვანელობით, საელჩომ ისიც კი იკადრა, რომ საქართველოს მოსამართლეს მოსთხოვა ანგარიში ამ გადაწყვეტილებაზე. შემდეგ გველაპარაკებიან დამოუკიდებელ მართლმსაჯულებაზე, როდესაც სტუმარი მასპინძელ ქვეყანაში, უბრალოდ ეტიკეტსაც არ სცემ პატივს, რომ შენ ხარ სტუმარი, მასპინძელთან მიდიხარ და სთხოვ ანგარიშს, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

1711613719