GE EN

თბილისი

თბილისში, საბურთალოს რაიონის ერთ-ერთ ქუჩაზე მიწა გასკდა და სამანქანო გზა ჩავარდა

თბილისშიმ ბალანჩივაძის ქუჩაზე, ე.წ. გეპეის აუზთან სამანქანო მიწა გასკდა და სამანქანო გზა ჩავარდა. 

1710744021

"თბილსერვის ჯგუფის" ავტოპარკს 18 ერთეული სპეცმანქანა შეემატა

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის განახლება გრძელდება. ამ ეტაპზე ავტოპარკს 18 ერთეული მანქანა შეემატა. ახალი ტექნიკა, როგორც დასუფთავების, ისე, სანიაღვრე ქსელებისა და საგზაო მონიშვნების მიმართულებით გამოიყენება.

1710497464

კახა კალაძე: მიხეილ სააკაშვილი სასჯელის მოხდის შემდეგ გათავისუფლდება

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილს კარგად ესმის, სააკაშვილის შეწყალება რამდენად მძიმე შეიძლება იყოს პირადად მისთვის“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის კითხვას, შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდადებულ ესპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს.

1708599980

სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა

65 წლის ასაკში, სპორტსმენი, კინორეჟისორი, მსახიობი, საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. 

1707382924

კახა კალაძე: თბილისის ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, ორ მილიარდ ლარს მიაღწევს - ცვლილებების პროექტი დასამტკიცებლად საკრებულოს გადაეგზავნება

თბილისის ბიუჯეტის მოცულობა, გარდამავალი ნაშთების ჩათვლით, ორ მილიარდ ლარს მიაღწევს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

1707293167

კახა კალაძე: მინდა მივუსამძიმრო ბაღდათში მეწყრის გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.

1707290305

კეკელიძის N1-ში, გამოსახლების დროს დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელიძის N1-ში, გამოსახლების დროს დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა, 3000-3000 ლარიანი გირაოთი შეეცვალათ და დარბაზიდან გაათავისუფლეს.

1706973214

ბოკერია: ივანიშვილის ერთი პოლიტიკური თოჯინა მეორე თოჯინათი ჩანაცვლდა, ქვეყნისთვის არაფერი იცვლება

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით საზოგადოებისთვისა და ქვეყნისთვის არაფერი იცვლება. 

1706549779

კახა კალაძე: წერეთლის გამზირზე საგზაო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს

დღისა და ღამის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა, იმისთვის, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნას - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ წერეთლის გამზირიდან „ფეისბუქის“ პირდაპირ ჩართვაში განაცხადა.

1706513730

თბილისში, 21 წლის ბიჭი, 19 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ს.პ.ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 

1706261988

კეკელიძის N1-ში, გამოსახლების დროს დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კეკელეძის ქუჩაზე მარინა ხატიაშვილის ოჯახის გამოსახლების დროს შეკრებილ მოქალაქეებს,  აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას, რომლებიც აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახის გამოსახლებას აპროტესტებდნენ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. 

1706259175

წერეთლის გამზირის საბჭოთა მილები - რატომ გაჭიანურდა გზის რეაბილიტაცია? (ფოტორეპორტაჟი)

მართალია ეს ხალხი, რად უნდა გზის რეაბილიტაციას 8 თვე, აყარე ძველი, გადააგე ახალი. ყოფილიყო გასული საუკუნის ინფრასტრუქტურით, რა უჭირდა. არც დიდუბის ხიდი იყო გასაახლებელი, მერე რა, რომ ინტენსიური მოძრაობაა ხიდზე და 70 წელია ხელი არავის უხლია, სამაგიეროდ დისკომფორტი ხომ არ გვექნებოდა. ახლა კი უფრო სერიოზულად, ვისაც მართლა აინტერესებს შექმნილი აჟიოტაჟიდან სიმართლის გაგება, მოკლე პასუხები მთავარ კითხვებზე (ვრცლად ბევრჯერ ისაუბრეს ჩემზე უფრო კომპეტენტურებმა): - ამის შესახებ თბილისის მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

1705833695

გიორგი კეკელიძე: დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას და თანამშრომლებს დავემშვიდობე, სულ ვიქნები მათი გულშემატკივარი - სულ ბოლოს ბიბის ვუთხარი ნახვამდის

დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკას დავემშვიდობე.დავემშვიდობე შესანიშნავ თანამშრომლებს, რომლებთანაც დიდებული 11 წელი გავატარე.იყო ბევრი ცრემლი და იყო ღიმილიც, რადგან:ჩვენ შევძელით შეგვექმნა დიდი ისტორია ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო ბრენდად ქცევისდა ვუთხარი: - ამის შესახებ ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. 

1705304045

დავით ქართველიშვილი: საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, შედის თუ არა პოლიტპატიმრების არსებობა ევროკავშირის "ფასეულობათა" ნუსხაში

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე, გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

1705050905

მიხეილ სააკაშვილი: "ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა"

გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი "სასამართლო" სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ უფრო დიდ ცოდვად რამდენიმე ფრაზის უკრაინულად თქმა ჩამითვალეს.  - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილ სოციალურ ქსელში წერს. 

1703261799

კახა კალაძე: როგორ შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან მისი ლიდერები

„როგორ შეიძლება პარტიას ჰქონდეს მზარდი რეიტინგი, როდესაც ვხედავთ, ვინ არიან მისი ლიდერები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ახალი ინიციატივის შეფასებისას განაცხადა, რომელიც „პოლიტიკური აქტიურობისა და ერთიანობის კომიტეტის“ შექმნას გულისხმობს.

1703176228

ნათია მეზვრიშვილი: კორუფციასთან ბრძოლა შერჩევითია, დაუსჯელია პრემიერი, დაუსჯელია თბილისის მერი, დაუსჯელია ელიტური-პოლიტიკური კორუფციის არაერთი ფაქტი

საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის ინსტრუმენტები გაუქმებულია, აღარ არსებობს. ჩვენი მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ კორუფციასთან ბრძოლა შერჩევითია - სრულად ხელშეუხებლები არიან ოცნების და ოცნებასთან დაკავშირებული  კორუმპირებული ელიტები. ეს არის მიზეზი, რის გამოც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ღარიბდება და რამდენიმე ოჯახი მდიდრდება. - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. 

1703059608

კახა კალაძე: "საახალწლო სოფელი" 16 დეკემბერს ოფიციალურად გაიხსნება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მოვიდეს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე „საახალწლო  სოფელში“ კონსტრუქციებისა და ინსტალაციების მონტაჟის პროცესს მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად გაეცნო.

1702557595

კახა კალაძე: საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია! - "ქართული ოცნება" ერთგულია თავისი პრინციპების და არასდროს გადაუხვევს ქართველი ხალხის ნებას

საქართველოს ევროპული მომავალი ურყევია!ურყევია ქართველი ხალხის ნება - საერთო ღირებულებების დაცვით, ქართული, ეროვნული ფასეულობების შენარჩუნებით, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. - ამის შესახებ თბილისის მერია კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს. 

1699455733

უახლოეს მომავალში თბილისს კომპანია MAN-ის მიერ წარმოებული 18-მეტრიანი, 162 მგზავრზე გათვლილი ავტობუსები ეყოლება

მიუნხენში სამუშაო ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და კომპანია  "თეგეტა ჰოლდინგის" ხელმძღვანელ პირებთან ერთად, დღეს, მიუნხენში, კომპანია MAN-ის  წარმომადგენლებს შეხვდა და  MAN-ის საგამოფენო დარბაზში თბილისისთვის განკუთვნილი 18-მეტრიანი ავტობუსები დაათვალიერა. თბილისის მერს MAN-ის ვიცე-პრეზიდენტმა ბარბაროს ოქტაიმ უმასპინძლა.

1699345253

Океан Ельзи-ს ლიდერი, ვიაჩესლავ ვაკარჩუკი საქართველოს ეწვევა და უკრაინულ სახლში თემს შეხვდება

3 ნოემბერს 13:30 საათზე სვიატოსლავ ვაკარჩუკი, ყველაზე ცნობილი უკრაინული ჯგუფის Океан Ельзи-ს ლიდერი მიიღებს მონაწილეობას აქციაში, სადაც უკრაინული სახლის წინ თემის წარმომადგენლები აღმართავენ უკრაინის დროშას და ფურცლებზე დაწერენ მშობლიური ქალაქების სახელებს, რომლებიც ომის გამო იძულებით დატოვეს.

1698905326

კახა კალაძე: მუნიციპალიტეტის მერია თბილისის ნაგავსაყრელი პოლიგონისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიებას იწყებს

დიდი ლილოს მუნიციპალური ნარჩენების პოლიგონზე დაგეგმილი უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერია თბილისის ნაგავსაყრელისთვის ალტერნატიული ადგილის მოძიებას იწყებს.

1698828008

თბილისში ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დემონტაჟი მოხდება

დედაქალაქში 36 ლოკაციაზე არსებული დაზიანებული საზოგადოებრივი საპირფარეშოების დემონტაჟი მოხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

1698827523

კახა აბულაძე - თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს ახალი დირექტორი ჰყავს

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საზოგადოებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ახალი დირექტორი, კახა აბულაძე წარუდგინა.

1698826364

კახა კალაძე: თუ ვინმე გაბედავს, შიგნითაც და მის გარეთაც, ქვეყანაში არეულობა და რევოლუციები მოაწყოს, ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება

საქართველოს დღეს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს დათმობს და სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესს გაატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

1695123728