iPress ჯგუფი
სარეკლამო შეთავაზება
2018
 
iPress ჯგუფი აერთიანებს საიფორმაციო სააგენტოებს: Ipress.ge, ibusiness.ge, imtavroba.ge, iregions.ge. ჩვენი პარტნიორია ინგლისურენოვან სააგენტოს cbw.ge და გაზეთს Caucasus Business Week.
 
iPress.ge არის სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულების საინფორმაციო სააგენტო, რომელმაც ფუნქციონირება 2014 წლის დეკემბერში დაიწყო. გუგლ-ანალიტიქსის მაჩვენებლებით iPress.ge-ს მზარდი მაჩვენებლები აქვს როგორც უნიკალური მომხმარებების, ასევე დაბრუნებული მომხმარებლების რაოდენობით. იგი ლიდერის პოზიციებზეა ქართული მთვლელი პროგრამის, Top.ge-ს შესაბამის განყოფილებაშიც. საიტის ყოველდღიური უნიკალური მომხმარებლის საშუალო რაოდენობა 20 000-ს აჭარბებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საიტის შინაარსი აბსოლუტურად თავისუფალია ე.წ. ყვითელი კონტენტისგან და სარედაქციო პოლიტიკა სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
 
ამავე სტანდარტების პლატფორმაზეა შექმნილი ბიზნეს პორტალი iBusiness.ge, რეგიონული გამოცემა iregions.ge, და პორტალი სამთავრობო და სახელისუფლებო სიახლეების შესახებ - imtavroba.ge. ისინი iPress.ge-ს საკუთრებას წარმოადგენს და ქვეყნის ეკონომიკურ და ბიზნეს სფეროში, რეგიონებში და ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებს აშუქებს. გთავაზობთ ინფორმაციის განთავსებას რეგიონულ პორტალებზე - adjararm.ge, samegrelorm.ge.
 
ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციაა ინგლისურენოვანი გაზეთი Caucasian Business Week და ამავე გაზეთის საიტი cbw.ge, რომელიც ეკონომიკისა და ბიზნესის სიახლეებს აშუქებს.
 
სპეციალურად თქვენთვის, ჩვენ შევქმენით ინტეგრირებული სარეკლამო შეთავაზება. წინადადება ეხება როგორც საბანერო რეკლამის განთავსებას ზემოთხსენებულ საიტებზე, ასევე საინფორმაციო მომსახურებას სააბონენტო პრინციპით.
 
ინტეგრირებული სარეკლამო შეთავაზება ხელსაყრელია როგორც ფასის, ისე განთავსების სიხშირისა და სამიზნე აუდიტორიის კომპლექსური მოცვის თვალსაზრისით. გთხოვთ, გაეცნოთ შემოთავაზებულ დოკუმენტს. ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის, უკუკავშირისთვის და კონკრეტული წინადადების განხილვისთვის.  
 
 
 
iMtavroba.ge
საინფორმაციო მომსახურება: 
A პაკეტი - 200 ლ. (დღგ-ს გარეშე)
ფოკუსი: ყველა სიახლე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის შესახებ.

1. საინფორმაციო მხარდაჭერა - აქტივობების, კამპანიების, სიახლეების გაშუქება;
2. ინფორმაციის გავრცელება მთავარ და თემატურ გვერდებზე. (რაოდენობა შეუზღუდავი);
3. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება (შეუზღუდავი რაოდენობა);
4. სტატიების (სტატიების ციკლის) გამოქვეყნება პარტნიორის საქმიანობის შესახებ. (3 სტატია თვეში);
5. ინფორმაციის გავრცელება „მთავარი ნიუსის“ კატეგორიაში (10 ნიუსი თვეში);
6. პარტნიორის მიერ მოწოდებული ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელება (შეუზღუდავი რაოდენობით);
ბანერის განთავსება პორტალზე ზომით 841X74, 100% ჩვენება - ფასი 600 ლარი თვეში.
ბანერის განთავსება პორტალზე ზომით 103X813, 100% ჩვენება - ფასი 600 ლარი თვეში.
ბანერის განთავსება პორტალზე ზომით 749X101, 100% ჩვენება - ფასი 400 ლარი თვეში.
ბანერის განთავსება პორტალზე ზომით 309X123, 100% ჩვენება - ფასი 300 ლარი თვეში.
 
ახალი სტატიები