საქართველოს პრეზიდენტი ბორჯომის ხეობაში გაემგზავრა გიორგი მარგველაშვილი სტიქიის ზონაში ჩავა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბორჯომის ხეობას უკვე ეწვია.
„პრეზიდენტი სრულად იყო ჩართული პროცესებში, ის საგანგებო შტაბის მეშვეობით დეტალურად იღებდა არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
გამოიცა განკარგულება შეიარაღებული ძალების გამოყენების თაობაზე საგანგებო სიტუაციების მართვის მიზნით, თუმცა ამ ეტაპზე შეიარაღებული ძალები გამოყენებულია მხოლოდ ატენის ხეობაში.
ბორჯომის ხეობაში ჯერჯერობით საჭიროება არ დგას შეიარაღებული ძალების გამოყენების, თუმცა საჭიროების შემთხვევაში გამოყენებული იქნება,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.