- Advertisement -

აბაშიშვილი: დემონსტრანტების მხრიდან ჩვენ ვნახეთ მთელი წყება არაკანონიერი ქმედებების

568

 

გამოხატვის თავისუფლებასა და არაკანონიერ ქმედებებს შორის ზღვარი უნდა არსებობდეს,-ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, გიორგი აბაშიშვილი ქალაქ ბათუმში განვითარებულ მოვლენებს. როგორც მან ტელეკომპანია "აჭარას" ეთერში განაცხადა,  საქართველოში გამოხატვის თავისუფლება დაცულია თუმცა, შუალედი უნდა არსებობდეს კანონიერ და უკანონო ქმედებებს შორის. აბაშიშვილის განცხადებით, შსს საქმის დეტალებზე მუშაობს იმისთვის, რომ პრობლემის ზუსტი იდენტიფიცირება მოხდეს.

,,როდესაც ქმედებები სცილდება კანონს, აქ ყველამ უნდა იცოდეს გარკვეული შუალედის პოვნა თავისუფალი სიტყვის გამოხატვასა და უკანონო ქმედებებს შორის. სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ, მთელი რიგი წყება არაკანონიერი მოქმედებების დემონსტრანტების მხრიდან რომელმაც ძალიან სახიფათო ხასიათი მიიღო. ამ შემთხვევაში, ყოველთვის ისმის კითხვა პოლიციის მხრიდან პროპორციულ ქმედებებზე.

საგამოძიებო პროცესმა უნდა აჩვენოს პოლიციის მხრიდან პროპორციული ქმედებები იყო თუ არა, ხოლო დემეონსტრანტების მხრიდან იყო თუ არა კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის დავალებით, ბათუმში უშიშროების საბჭოს მდივანი და ადმინისტრაციის წარმომადგენელი გიორგი აბაშიშვილი იმყოფებიან.

Comments
Loading...