- Advertisement -

აბაშიშვილი: საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტზე კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად შეიქმნა

602

 

საქართველოს პრეზდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტ მარგველაშვილზე გადაწყვეტილებების მისაღებად შეიქმნა. მისი თქმით, ეს კარგად ჩანდა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებიდან.

როგორც აბაშიშვილმა გადაცემა "არჩევანში" აღნიშნა,  კონსტიტუციაზე საზოგადოებასთან ერთად უნდა მოხდეს შეთანხმება. 

"თუ აქამდე ცოტათი მაინც ვინმეს ეჭვი ეპარებოდა იმაში, რომ ფაქტიურად ეს საკონსტიტუციო კომისია და ამ საკონსტიტუციო კომისიაში მოქმედი უმრავლესობა რეალურად კომისიას ქმნიდა იმ სულისკვეთებით, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით მიეღო გადაწყვეტილებები, მე მგონი, დღეს ეს პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარებში ყველაზე კარგად ჩანდა. 

ვინმეს ხომ არ დაავიწყდა, რომ ქართველ ხალხს უნდა ჰკთხოს აქვთ, თუ არა იმის სურვილი პრეზიდენტი პარლამენტმა აირჩიოს. როცა არ ეკითხები საზოგადოებას რა სურს, ეს რა ევროპული პროცესია რა დემოკრატიულობაზე ვსაუბრობთ?! საზოგადოება უნდა იღებდეს ამაში მონაწილეობას.

პირველ რიგში, ეს არის თანხმობის დოკუმენტი, რომელზეც მხარეები თანხმდებიან.

ვინ უდნა მიაღწიოს ეს შეთანხმება ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ? არა ამაში საზოგადოებამ უნდა მიიღოს მონაწილეობა",- განაცხადა აბაშიშვილმა. 

Comments
Loading...