- Advertisement -

აბაშიშვილი: ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ დემოკრატია ნიშნავს დიალოგს და არა ხელის გადაგრეხვას

352

"მცდელობა, კონსტიტუცია მიღებულიყო კონსესუსით, ჩავარდა. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ ერთპარტიული კონსტიტუცია,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

აბაშიშვილის თქმით, სამწუხაროდ ხელისუფლებამ პოლიტსპექტრი დაყო "ჩვენიანებად და სხვისიანებად".

"ხელისუფლებამ თქვა, რომ ჩვენ ვართ მართლები და სხვა დანარჩენები მტყუანი. კიდევ ერთხელ მოახდინა მათი აზრით "კარგი საქმე“ – საკონსტიტუციო ძალის დემონსტრირება დემოკრატიის საპირისპიროდ. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ვერაფრით გაიაზრა , რომ დემოკრატია გულისხმობს დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხვას. ამიტომ, საქართველოს კონსტიტუციას შეემატა ერთპარტიული კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ ისწავლა წინამორბედი ხელისუფლებისგან, რომლმაც ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო, და თუ როგორ დაამთავრა წინა ხელისუფლებამ. ეს კადრები მაინც, ვფიქრობ წინა ხელისუფლებას აქვს“ -განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

Comments
Loading...