- Advertisement -

აბესაძე:დაუმორჩიელებელი პრეზიდენტისგან კონსიტუტციაზე მსჯელობა “ოცნებისთვის” მიუღებელია

504

,,მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს’’ წევრის ირაკლი აბესაძე პრეზიდენტის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმიანება.

"ნორმალურ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უნდა მიესალმებოდეს პრეზიდენტის ასეთ ფართო ჩართულობას საკონსტიტუციო საკითხების გადაწყვეტაში. უნდა მიესალმებოდეს იმ ფართო დისკუსიას, რომლის მასპინძლადაც ამ შემთხვევაში გვევლინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ამოძრავებთ არა სახელმწიფოს მიზნები, არა საზოგადოების ინტერესები, არამედ ის პოლიტიკური დავალება და ნება, რომელიც მომდინარეობს ივანიშვილისგან – ყველა სახელმწიფო შტო და სახელმწიფო პირი ემორჩილებოდეს მას. დაუმორჩიელებელი პრეზიდენტის მხრიდან თუნდაც საკონტიტუციო საკითხებზე მსჯელობა სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ქართული ოცნებისთვის მიუღებელია",- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

Comments
Loading...