- Advertisement -

აბესაძე: ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა სუს-ის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული

689

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს პრეზიდენტის გააცნობენ. აბესაძე აცხადებს, რომ დღეს ადამიანის უფლებების დაცვა სუს-ის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 

"საქართველოს პრეზიდენტს გავაცნობთ ჩვენს მოსაზრებებს თუ როგორ არის შესაძლებელი ერთის მხრივ უზრუნველყოფილი იყოს სახელმწიფო უსაფრთხოება და მეორეს მხრივ ადამიანების უფლებების დაცვის პრინციპის გათვალისწინებით შეუძლებელი იყოს სუს-ი აგრძელებდეს უკანონო მოსმენებს, რომელიც დღეს პოლიტიკური შანტაჟის იარაღად აქვს გადაქცეული ხელისუფლებას.

ამისათვის აუცილებელია, რომ სააგენტო, რომელიც მოსმენებს განახორციელებს იყოს რეალურად დამოუკიდებელი, ექვემდებარებოდეს მხოლოდ პრემიერ მინისტრს და საქართველოს პარლამენტს. მასზე ხორციელდებოდეს ძლიერი საპარლამენტო კონტროლი და პარლამენტის წევრებს ჰქონდეთ რეალური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობა მათი საქმიანობის კანონიერების შესწავლის მიზნით და მოსმენების განხორციელებისას არსებობდეს ე.წ. ორი გასაღების სისტემა.

ასეთ შემთხვევაში დაცული იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება, რითაც აპელირებს ქართული ოცნება და ატყუებს საზოგადოებას, თითქოს სხვა მოდელის შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების მხრივ პრობლემები შეიქმნება. ამ მოდელის შემთხვევაში ასევე უზრუნველყოფილი იქნება ადამიანის უფლებების დაცვა და მათი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა.

დღეს, ეს ყველაფერი არის სუს-ის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, რომელიც ხშირ შემთხვევაში ახორციელებს უკანონო მოსმენებს, თვალთვალს და ჩაწერებს. სწორეს ამ პრაქტიკას ვერ ელევა ქართული ოცნება’’,- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

Comments
Loading...