- Advertisement -

აბესაძე ეროვნულ ბანკზე: ეს იყო დავა ივანიშვილს და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის

601

მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მთავრობის წარმოამდგენელმა ვერ დაასახელა მიზეზები რის გამოც, ზედამხედველობის სამსახური ეროვნულ ბანკს გამოეყო. 

„ძალიან დიდხანს და დაჟინებით ვითხოვდით პასუხს ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან, ეთქვა თუნდაც ერთი კონკრეტული მიზეზი თუ რატომ მოხდა ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოტანა. არც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას და არც ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას არ და ვერ დაუსაბუთებია, რომ ლარის გაუფასურება იყო გამოწვეული ეროვნული ბანკის მოქმედებებით. ამიტომ მეგობრებო, ჯობია, რომ საზოგადოებას ზუსტად აუხსნათ და ბატონო არჩილ, აღიაროთ, რომ ეს იყო მაშინ დავა ივანიშვილს და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის და ამიტომ მიიღეთ მსგავსი გადაწყვეტილება’’,-ირაკლი აბესაძე.

ცნობისათვის, მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტით საბანკო ზედახმდველობის ფუნქცია კვლავ ეროვნულ ბანკს უბრუნდება. 

Comments
Loading...