- Advertisement -

აბესაძე: კვირიკაშვილმა და ივანიშვილმა სახელმწიფო ინტერესების დაცვა ვერ შეძლეს

745

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე გაზის ტარიფის შესაძლო ზრდას ეხმიანება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შეიქმნას ფორმატი, სადაც ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვალდებული იქნება გამოცხადდეს და შეკითხვებს უპასუხოს. 

"გაზპრომთან" წარმოებული ქვეყნისთვის საზიანო მოლაპარაკებების შემდეგ, როგორც ჩანს, გაიზრდება გაზის ტარიფი და ბუნებრივია, რომ კალაძეს არ სურს გასცეს შეკითხვებს პასუხი, რატომ გაიზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ კომპანიაზე, რატომ დაზარალდა ქვეყნის ეკონომიკური ინტერესები და ამ ყველაფრის გამო რატომ უნდა გადაიხადოს უფრო მეტი კომუნალური ტარიფი მოსახლეობამ საკუთარი ჯიბიდან.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შეიქმნას ფორმატი, სადაც ბატონი კალაძე ვალდებული იქნება გამოცხადდეს და როგორც დღეს არღვევს ის მოქმედ კანონმდებლობას, შემდგომში არ ჰქონდეს შესაძლებლობა კანონმდებლობის დარღვევით თავი აარიდოს საზოგადოების შეკითხვებზე პასუხის გაცემას, იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც მისი არასწორი ნაბიჯების გამო მოსახლეობის გაღარიბებას გულისხმობს.

ნათელია, რომ ბატონი კალაძე და საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სხვადასხვა მოლაპარაკებებისას საზოგადოების ინტერესების დაცვას. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის საჯაროდ პასუხობდეს არსებულ კითხვებს. კვირიკაშვილმა და ივანიშვილმა ვერ შეძლეს სახელმწიფო ინტერესების დაცვა რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ’’,- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

Comments
Loading...