- Advertisement -

აბესაძე: კვლავ დადასტურდა, რომ მთავარი პროკურორი ივანიშვილის პოლიტიკური შოუს მონაწილეა

707

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის ირაკლი აბესაძის განცხადებით, "ციანიდის საქმეზე" პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულებები წინააღმდეგობრივი იყო და მთავარმა პროკურორმა თავდაპირველად, როცა ამ საქმეზე განცხადება გაკეთდა, საზოგდოებაზე არასწორი ზეგავლენის მოხდენა სცადა. აბესაძე მოითხოვს, რომ საპროკურორო საბჭომ დროულად დაიწყოს მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შესწავლა.

"დღეს, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულმა წინააღმდეგობრივმა მტკიცებულებებმა კიდევ ერთხელ გაამყარა მოსაზრება, რომ მთავარი პროკურორის პირველ დღეს გაკეთებული განცხადება იყო მხოლოდ პოლიტიკური შინაარსის და მიმართული, რომ საზოგადოებაზე მოეხდინა არასწორი ზეგავლენა.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მთავარი პროკურორი არის მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური შოუს მონაწილე და იმ უკანონო, ხშირად დანაშაულებრივი ზრახვების შემსრულებელი, რომელსაც ივანიშვილი იყენებს საკუთარი არაფორმალური მმართველობისას. სწორედ ამიტომ არის, რომ მთავარი პროკურორი, რომელიც დაკავებული უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეებზე ჭეშმარიტების დადგენით და გამოძიებით, უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც პოლიტიკოსის, როგორც პოლიტიკურ შოუში მონაწილის, რითაც ის არღვევს პროკურატურის შესახებ საქართველოს კანონის არაერთ მუხლს, სჩადის დანაშაულებრივ მოქმედებებს და ამიტომაც მნიშვნელოვანია საპროკურორო საბჭომ დროულად დაიწყოს მთავარი პროკურორის საქმიანობაში დანაშაულებრივი ნიშნების არსებობის შესწავლა, რათა დადგეს მისი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი’’,-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

Comments
Loading...