- Advertisement -

აბესაძე: “ოცნებამ” საზოგადოებას საკუთარი კუნთები უჩვენა და კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

583

 

"ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძეს შეფასებით, საპარლამენტო უმრავლესობამ იურიდიულ კომიტეტზე "ფარულ საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უარგუმენტოდ დაძლია.

"მორიგ ჯერზე "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებას უჩვენა საკუთარი ძალა, საკუთარი კუნთები და ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე დაძლია იურიდიულ კომიტეტზე პრეზიდენტის ვეტო. ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე შეინარჩუნა შესაძლებლობა, მოუსმინოს ადამიანებს", – აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ დამტკიცებულ "ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ" კანონპროექტს ვეტო დაადო და საკანონმდებლო ორგანოს მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა, თუმცა მას მხარი არ დაუჭირა.

Comments
Loading...