- Advertisement -

აბესაძე: პრეზიდენტმა, შესაძლოა, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატურები ვეღარ წარადგინოს

597

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძის განცხადებით, პრეზიდენტს, შესაძლოა, პარლამენტისთვის უზენაესი სასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის უფლებამოსილება ჩამოერთვას. 

"ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართებაში. იგეგმება კიდევ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებების შეკვეცა და მას როგორც ჩანს, შესაძლებელია ჩამოერთვას საქართველოს პარლამენტისთვის უზენაესი სასამარლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის უფლებამოსილება. კანდიდატებს შეარჩევს იუსტიციის საბჭო წარმოდგენილი ალტერნატივით, რაც რა თქმა უნდა მიუღებელია ერთის მხრივ პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების შეკვეცის და შემცირების კუთხით და მეორეს მხრივ ნათელია, რომ კვლავ იქნება გამოყენებული ,,ქართული ოცნების’’ მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური გავლენის გაძლიერებისთვის.

ასევე იცვლება მოსამართლის პირველად გამწესების წესთან მიმართებაში საკონსტიტუციო დანაწესი და ახლა სავალდებულო იქნება მოსამართლეთა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნა იმის ნაცვლად, რომ მივდიოდეთ ამ გამოსაცდელი ვადის გაუქმებისკენ",- აცხადებს ირაკლი აბესაძე.

Comments
Loading...