- Advertisement -

აბესაძე: ხოშტარიას ერთადერთ კონკურენტად შეიძლება სახელისუფლებო კანდიდატი წარმოვიდგინოთ

525

"ევროპული საქართველოს" წევრის ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ თბილისის პრობლემების მოგვარების გეგმა ჯერ მხოლოდ მისმა პარტიამ წარმოადგინა. აბესაძე თვითმმართელობის არჩევნებში მისი პარტიის კანდიდატის რეალურ კონკურენტად მხოლოდ სახელისუფლებო კანდიდატს აღიქვამს. 

"ქართული ოცნების და ნარმანიას მმართველობამ ძალიან ბევრი პრობლემა შექმნა და დააგროვა თბილისში და ამ პრობლემებიდან გამოსავლის ერთადერთი კომპლექსური გეგმა ჯერჯერობით წარმოადგინა მხოლოდ და მხოლოდ ევროპულმა საქართველომ და ელენე ხოშტარიამ. ერთადერთ კონკურენტუნარიანად შეიძლება წარმოვიდგინოთ სახელისუფლებო კანდიდატი, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ სამწუხაროდ მას ექნება შეუზღუდავი შესაძლებლობა ადმინისტრაციული რესურსებით და სახელმწიფო ბიუჯეტით სარგებლობის და ასე უკანონოდ ეცდება დაამარცხოს კონკურენტი, ” – განაცხადა ირაკლი აბესძემ.

Comments
Loading...