- Advertisement -

ადა მარშანია:რუსეთის დახმარებაზე უარის თქმა არაა ჭკვიანური, ეს არც პატრიოტიზმია და არც ღირსების დაცვა

399

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი ადა მარშანია საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთის დახმარებაზე უარის თქმას უარყოფითად აფასებს.

,ამჟამად კრიტიკას უნდა დავანებოთ თავი და ყველამ ერთად უნდა მივხედოთ იმ უბედურებას და კატასტროფას რომელიც უკვე მე-4 დღეა სუფევს ჩვენს ქვეყანაში ცუდია რომ საჭირო გახდა ეს საგანგებო სხდომა და ჯარის გამოყენება,"-განაცხადა ,,პატრიოტთა ალიანსის" წევრმა პარლამენტში ადა მარშანიამ. მარშანიამ აქვე გააკრიტიკა ხელისუფლება რუსეთის დახმარებაზე უარის თქმისთვის და აღნიშნა, რომ ეს არც პატრიოტიზმი და არც ღირსების დაცვა.

,,ფაქტი რომ ჯარის გამოყენებაა საჭირო მეტყველებს იმაზე, რომ სერიოზული მასშტაბებია და ჩვენი ძალებით ჩვენ ვერ ვუმკლავდებით

მე ვერ გეტყვით ერთმნიშვნელოვნად, რომ დივერსიას აქვს ადგილი. ძალიან ცუდი თუ ეს დადგინდა. მაგრამ ის რომ ძალიან უცნაურად ვრცელდება და რაღაც სისტემურად ეს ხანძარი ცხადია ბევრ ადამიანს ეჭვს უჩენს.

მინდა ვთქვა, ცუდია რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ამ ეტაპზე უარი თქვა რუსეთის ფედერაციის დახმარებაზე. არ არის ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება ნამდვილად და არ არის ეს არც პრინციპული პოზიცია არც პატრიოტიზმია ეს და არც ღირსების დაცვა მინდა შეგახსენოთ რომ უამრავი, ათასობით რუსი ტურისტი და რუსეთის ფედერაციიდან მოქალაქე შემოდის ჩვენს ქვეყანაში და ამ შემთხვევაში სად არის ჩვენი პრინციპულობა და პატრიოტიზმი?! მაინტერესებს მე. მთავარია რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს ეს ყველაფერი.ძალიან ტრაგიკული და ცუდი მოვლენებია,"-განაცხადა მარშანიამ. 

Comments
Loading...