- Advertisement -

ადა მარშანია: რუსეთს შევთავაზეთ საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატი შევქმნათ

509

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ადა მარშანია, რომელიც რუსეთიდან უკვე დაბრუნდა, იქ გამართული შეხვედრებისა და მოლაპარაკებების შესახებ კომენტარს ჟურნალისტებთან აკეთებს. ადა მარშანია ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსმა რუსეთში შეხვედრებზე საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შემქნის საკითხი დააყენა.

"შეიქმენება სამუშაო ჯგუფები, რომლებიც იმუშავებენ ალბათ სექტემბრის თვიდან. რა საკითხებია ეს, იცით თქვენ რომ 25 წლის განმავლობაში ჩვენი მოსახლეობა გამოდევნლი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ვერ შედის იქ და საფლავებზე ვერ გადის. ჩვენი უმთავრესი მიზანი უნდა იყოს მოსახლეობის რაც შეიძლება მაქსიმალური და თავისუფალი მიმოსვლა ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ნატოს საკითხი და საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ, ამაზეც ვისაუბრეთ ძალიან გულახდილად და მოხდა უპრეცენდენტო რამ, ჩვენ შევთავაზეთ რუსულ მხარეს, რომ ამ საკითხებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ და შევქმნათ საქართველო-ნატო-რუსეთი, შევთავაზეთ შენგენის ზონის ანალოგად თუ ადამიანი წარმოადგენს ავიაბილეთს და სასტუმროს ჯავშანს მას ავტომატურად მიეცეს ვიზა რუსეთში",-განაცხადა ადა მარშანიამ. 

Comments
Loading...